წმინდას!"
• პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ქართული სალიტერატურო ენის
დაბინძურების ფაქტების გამოვლენა.
• პროექტის აქტუალობა: ყოველდღიურ საუბარში, პრესის/გაზეთებისა და ჟურნალების
ფურცლებზე/, რადიო და სატელევიზიო გადაცემებში ხშირად ირღვევა ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, მეტყველებაში ფეხს იკიდებს ქართულისათვის არაბუნებრივი კონსტრუქციები, სტილურად გაუმართავი წინადადებები.
• პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ გამართული მეტყველება და გაუჩნდეთ სურვილი იმისა. რომ დაიცვან სალიტერატურო ენის ნორმები, იზრუნონ მშობლიური ენის სიწმინდეზე.
• მონაწილეთა ასაკი: 15-16-17 წელი
• ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
• მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება საინფორმაციო დაფა /სწორია, არასწორია/, კედლის გაზეთები, მომზადდება ვიდეო მასალა /ინტერვიუები, ვიდეოკლიპები "სატელევიზიო მარგალიტები,"ჩატარდება სოციოლოგიური გამოკითხვა.
მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობისა და
კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, შეიძენენ თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის რწმენას.
• პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: აუდიო და ვიდეო მასალა, ფოტოაპარატი, მაგნიტური დაფა, მარკერები,პროექტორი, ფორმატები.
• პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტზე მუშაობის პირველ დღეს მოსწავლეებს ვესაუბრები პროექტის არსზე და ვთხოვ, მოიძიონ მასალები პრობლემის ისტორიაზე ილია ჭავჭავაძიდან / მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან/ დღემდე. ვუთითებ სამუშაო მასალას, საძიებო ველებს.
კლასს დავყოფ ჯგუფებად.
I ჯგუფი: უსმენს სატელევიზიო გადაცემებს და ამზადებს პრეზენტაციას "როგორ მეტყველებენ სატელევიზიო გადაცემების ავტორები."
II ჯგუფი: იღებს ინტერვიუებს ცნობილ ადამიანებთან, თანატოლებთან, ქუჩაში გამ-ვლელებთან და ამზადებს პრეზენტაციას "როგორ ვმეტყველებთ და როგორ მეტყველე-ბას ვისმენთ."
III ჯგუფი: ქმნის საინფორმაციო დაფებსა და კედლის გაზეთებს.
პროექტს შევაჯამებთ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით "ო, ენავ ჩემო!"
მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით.
• საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, მუსიკა.
• პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): ასმათ ჭარელიძე
• ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: asmatcharelidze@gmail. com
• პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი