Sunday, September 28, 2014

გაკვეთილის  მთავარი თემალეონტი მროველის   -„მოქცევაი ქართლისაი“
წმინდა ნინოს როლი საქართველოს  პოლიტიკურ   და სასულიერო  ცხოვრებაში.
„მოქცევაი   ქართლისაი“-ისტორიული  და ლიტერატურული წყარო.
ინტეგრირებული საგნები,
მასწავლებლის /ების
სახელი, გვარი
 ქარტული ენა და ლიტერატურა
საქართველოს  ისტორია
ისტ -ი
სწავლების საფეხურისაბაზო  საფეხური.  IX   კლასი
მოსწავლეთა პროფილიკლასში არის  15 მოსწავლე.
არ არის  განსაკუთრებული  მიდგომების   საჭიროების  მქონე მოსწავლე.

გაკვეთილისმნიშვნელობა /აქტუალობა
ეს  გაკვეთილი ხელს  შ ეუწყობს   მოსწავლეებს  გაეცნონ   წმინდა  ნინოს  საერო  და სასულიერო  ცხოვრების   გზას. შეაფასებენ მის ღვაწლს  . შეძლებენ  სხვადასხვა  ეპოქის  ერთმანეთთან  დაკავშირებას.
მოსწავლეები  შეძლებენ  ნაწარმოების  ინტერპრეტაციას.მის  გააზრებას ლიტერატურულ-ისტორიულ კონტექსტში   .
ხელს  შეუწყობს  გააზრებულ კითხვის, კვლევითი უნარ- ჩვევების, კრიტიკული  აზროვნების   განვითარებას.
ისტ-ის  დაუფლებას.იმსჯელებენ  შესწავლილი  ნაწარმოების  ირგვლივ განახორციელებენ  სხვადასხვა  სახის  აქტივობას.
მოსწავლეები  შეძლებენ  გადმოგვცენ  თუ რა  არის  მეფე  მირიანის  დამსახურება  ქართველი  ერის წინაშე.
მიზნები და შედეგებისაგანმანათლებლო  ინფორმაციის  მიწოდება  წმინდა ნინოს   ღვაწლის  შესახებ.გაეცნობიან  მის   საერო  და  სასულიერო  ცხოვრებას.რა არის  მისი დამსახურებაა ქართველი ერის  წინაშე?
გაეცნობიან   IV  საუკუნის  საერო  და სასულიერო  მოღვაწეებს.
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმოთხოვნებ  /სტანდარტებ ეს გაკვეთილი  ხელს შეუწყობს  მოსწავლეებს  გაიხსენონ  და შეაჯამონ  ის  ინფორმაცია,რაც ამ თემის ირგვლივ  იციან.  ბავშვებში  აღვძრავ  ინტერესს  იმდროინდელი  საქართველოს   შესახებ.შედეგი  თვალსაჩინოა  ,თუ  მოსწავლე    აკავშირებს  მხატვრულ  ნაწარმოებს   ისტორიულ   კონტექსტთან   და  თანამედროვეობასთან.
წინასწარიცოდნაშესწავლილი  აქვთ  ანა კალანდაძის  ლექსი -„მოდიოდა  ნინო მთებით“
იციან   რა  მისიით მოდის  ნინო  საქართველოში?
იციან  საქართველოს  რომელი კუთხიდან  შემოვიდა  ნინო.
შესწავლილი  აქვთ  ისტორიაში  მირინ  მეფის  მეფობის პერიოდი.
გაკვეთილისმსვლელობა /საკლასო მენეჯმენტიკლასს  ვაცნობ  გაკვეთილის თემას და მიზანს. ვუტარებ  მინი ლექციას    თუ რატომ  უწოდებენ   საქართველოს  „ღვთისმშობლის  წილხვედრ“    ქვეყანას? წმინდა ნინოს  ღვაწლის  და მეფე მირიანის  ეპოქის  შესახებ.ვესაუბრები  ჯავახეთის  და ფარავნის  ტბის  შესახებ.ვუჩვენებ   პროექტორით  წმინდა  ნინოს, მირიანის ,ჯავახეთის და ფარავნის ტბის სურათებს.გავაანალიზებთ  ნაწარმოების  სათაურს.ვეხმარები  მოსწავლეებს  ძველი  ქართული    სიტყვების   გაგებაში. ვწერთ  დაფაზე  მათ  მნიშვნელობას .გამოვიყენებ  სტრატეგიას  :ვიცი, ვისწავლე და მინდა ვიცოდე.
მოსწავლეთა ცოდნის დონის  განსამტკიცებლად  დავსვავ    ფრონტალურ  კითხვებს  ნაწარმოების მიხედვით.  დავსვავ  კითხვებს  ქრისტიანულ  სარწმუნოებაზე და  კერპთაყვანის მცემლობაზე. ვიყენებ  ჯგუფური  მუშაობის  აქტივობას .კლასს  გავყოფ  2 ჯგუფად . ერთს  დავავალებ  სადისკუსიო  თემას - რატომ  მოიხსენიება  „ნინოს   ცხოვრებაში  “  ქართლი  „ ჩრდილოის  ქვეყნად“?, ხოლო მეორე  ჯგუფს  -რა  სიმბოლური  დატვირთვა აქვს  ნაწარმოებ ში   სიტყვებს:„ეკალი“,„ვარდის  ფურცელი“,  „სულნელი“.შემდეგ  გააკეთებენ  ამ  საკითხებზე  პრეზენტაციას.აქტივობა  ენობრივ  მასალაზე.რას ეწოდება  არქაიზმები? და რამდენი  ბრუნვა იყო ძველ ქართულში?

ვაჯამებ  გაკვეთილს .მოსწავლეებს  ვაფიქსირებინებ  საკუთარ   მოსაზრებებს გაკვეთილის  ირგვლივ.
ვინიშნავთ  საშინაო  დავალენას.მოსწავლეები  დაწერენ   თხზულებას  „წმინდა
  ნინო-ქართლის  განმანათლებელი.“

შეფასების საგანიდაპროცედურები                                                                                                                                       მოსწავლეთა წარმატებას  დავადგენ თუ მივაღწევ  გაკვეთილის  დაწყების  წინ  დასახულ  მიზნებს  და შედეგებს.შევაფასებ  გაკვეთილში ჩართულობასა  და    თანამშრომლობაში. გამოვიყენებ  როგორც   განმსაზღვრელ  ისე  განმავითარებელ  შეფასებას.წავახალისებ  განსაკუთრებული აზრის  ან   იდეის  ავტორს.  შევაფასებ   ჯგუფურ  მუშაობაში   წონასწარ  შექმნილი  რუბრიკის  მიხედვით.
სასწავლომასალა და ტექნიკური რესურსებინ.მაღლაკელიძის    ქართული ენა  და ლიტერატურის  სახელმძღვანელო.
ისტ-ის გამოყენება, წმინდა  ნინოს  ხატები,  ვაზის  ჯვარი, მეფე  მირიანის  სურათები,დაფა,ცარცი,კომპიუტერი ,პროექტორი,ქართული  ენის  განმარტებითი  ლექსიკონი.

Friday, September 26, 2014

გაკვეთილზე დაკვირვება
თარიღი: 26 სექტემბერი 2014
ავტორი: მაია ინასარიძე
დღეს, როდესაც საუბარია მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ახალ სისტემაზე, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ამ შეფასების მთავარი ობიექტი - გაკვეთილი. ყველაზე კარგად ადასტურებს მასწავლებლის კომპეტენციას ის, თუ რას აკეთებს იგი ყოველდღიურად მოსწავლეებთან შეხვედრისას. შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გაკვეთილის მსვლელობაზე დაკვირვებისას ითხოვს ყურადღების გამახვილებას ახალ ასპექტებზე. მასწავლებლის ნებისმიერი საქმიანობა გაკვეთილზე განიხილება იმ ჭრილში, თუ მოსწავლეთა რა საპასუხო საქმიანობებს უკეთებს ის პროვოცირებას (ინიცირებას), რა არის და როგორია თითოეული ამ საქმიანობის შედეგი, როგორ უკავშირდება ის გაკვეთილის მომზადების პროცესში დასახულ მიზნებს.
გაკვეთილის სქემა, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია. ის შეიძლება სამკუთხედის სახით გამოვხატოთ:


ეს სამი ძირითადი კომპონენტი მაშინ შექმნის ჰარმონიას, როცა საშუალებები (ორგანიზების ფორმა, დრო, სასწავლო საქმიანობები, მეთოდები, რესურსები) ისეთ შედეგს მიგვაღწევინებს, რომელიც ემთხვევა ან ძალიან ახლოსაა დასახულ მიზანთან, შედეგი კი მოწმდება შეფასების საშუალებებით. ეს ყველა მასწავლებლისათვის ცნობილი ჭეშმარიტებაა. მაგრამ როგორი უნდა იყოს გაკვეთილზე დაკვირვების ფორმა? რა შემთხვევაში იქნება ის დამკვირვებლის ხელში ზუსტი და გაზომვადი ინსტრუმენტი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, იმის საშუალებას მისცემს მასწავლებელს, თავად დაინახოს გაკვეთილზე საკუთარი საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები?
დაკვირვების მიზნიდან გამომდინარე, მისი რამდენიმე სახე არსებობს (ამის შესახებ იხ. სოფიკო ლობჟანიძე, კოლეგებთან თანამშრომლობა – წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა, Maswavlebeli.ge, 08 აგვისტო). ამავე დროს, განასხვავებენ ფორმალურ და არაფორმალურ დაკვირვებას. ფორმალური დაკვირვების დროს დამკვირვებელი წინასწარ აფრთხილებს მასწავლებელს როგორც დაკვირვების თარიღის, ისე დაკვირვების ფოკუსის შესახებ. რაც შეეხება არაფორმალურ დაკვირვებას, ეს ხდება მოულოდნელად, მასწავლებელთან შეთანხმების გარეშე. პირველ შემთხვევაში კარგად ვლინდება, რა ცოდნასა და უნარებს ფლობს მასწავლებელი, მეორე შემთხვევაში კი ის, თუ რამდენად იყენებს ყოველდღიურად ამ ცოდნასა და უნარებს. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ სხვების დასანახავად ავლენს საკუთარ კომპეტენციებს, თუ მუდმივად „ფორმაშია".
გაკვეთილზე დაკვირვების ფორმის მრავალი ვარიანტი არსებობს. ამჯერად შემოგთავაზებთ ერთ-ერთს, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმით, რომ ის კლასში მასწავლებლის საქმიანობის მრავალ ასპექტს მოიცავს და თან გაზომვადია. ამავდროულად დამკვირვებელს არ სჭირდება დაკვირვების პროცესში ჩანაწერების გაკეთება, რაც მას ყურადღების კონცენტრაციას უადვილებს. ამ ფორმის შევსების შემდეგ დამკვირვებელს შესაძლებლობა ეძლევა მასწავლებელს ზუსტი და კონკრეტული უკუკავშირი მისცეს.
გაკვეთილზე დაკვირვების სქემა

კრიტერიუმები და მახასიათებლები
ქულები
1. გაკვეთილის ჩატარების გარე პირობები:
· საკლასო ოთახი წესრიგშია.
· აღჭურვილობა, რესურსები (მერხები, ტექნიკა და ა.შ.) შეესაბამება გაკვეთილის მიზანს.
· გაკვეთილი დაიწყო ზარის დარეკვისთანავე.
2. მიზნების ჩამოყალიბება:
· გაკვეთილის დასაწყისში მითითებულია მიზნები.
· გაკვეთილის დასაწყისი აღძრავს მოსწავლეთა ინტერესს.
· მასწავლებელი ხსნის შესასწავლი თემის მნიშვნელობას / ღირებულებას.
3. მოსწავლეთა ინტერესის სტიმულირება:
· იყენებს საინტერესო ფაქტებს, მაგალითებს.
· სვამს პრობლემურ კითხვებს / საკითხებს.
· იყენებს მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
4. მასალის მეთოდური დამუშავება:
· იცავს ლოგიკურ თანმიმდევრობას.
· გამოყენებული ცნებები და ტერმინები ზუსტი და მისაწვდომია.
· გამოყოფს საკვანძო საკითხებს და აჯამებს (აჯამებს თავად, მოსწავლეებთან ერთად ან აჯამებინებს მოსწავლეებს).
5. მასალის შესაბამისობა მოსწავლეთა თავისებურებებსა და საჭიროებებთან:
· გათვალისწინებულია ასაკობრივი თავისებურებები.
· გათვალისწინებულია არსებული ცოდნა და გამოცდილება.
· გათვალისწინებულია ინდივიდუალური თავისებურებები.
6. ადეკვატური უკუკავშირი:
· მოსწავლეთა შეკითხვები არ რჩება უპასუხოდ (ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად მასწავლებელი უპასუხებს ყველა შეკითხვას).
· ახალისებს მოსწავლეთა იდეების გენერირების პროცესს.
· უყურადღებოდ არ რჩება და მუშავდება მოსწავლეთა იდეები და მოსაზრებები.
7. მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციის უზრუნველყოფა:
· იყენებს მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციის ეფექტურ ხერხებს.
· ითვალისწინებს ყურადღების კონცენტრაციის ასაკობრივ თავისებურებებს.
· ითვალისწინებს ყურადღების კონცენტრაციის ინდივიდუალურ თავისებურებებს.
8. მოსწავლეთა წარმოსახვის ხელშეწყობა:
· ქმნის შემოქმედებით ატმოსფეროს.
· ითვალისწინებს წარმოსახვის ასაკობრივ თავისებურებებს.
· ითვალისწინებს წარმოსახვის ინდივიდუალურ თავისებურებებს.
9. ურთირთობები გაკვეთილზე:
· ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პარტნიორულია. იგრძნობა მოსწავლეთა მხარდაჭერა და წახალისებულია ურთიერთდახმარება.
· გამოყენებულია ჯგუფური / წყვილებში მუშაობა.
· შექმნილია დისკუსირების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ატმოსფერო.
10. მოსწავლეთა აქტიურობა გაკვეთილზე:
· მოსწავლეები ასრულებენ მასწავლებლის ყველა ინსტრუქციას.
· მოსწავლეებს აინტერესებთ საკითხი და სვამენ შეკითხვებს.
· მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საკითხის განხილვაში. უპასუხებენ შეკითხვებს / ეძებენ პასუხს შეკითხვებზე.
11. არჩევანის შესაძლებლობა:
· აძლევს არჩევანის შესაძლებლობას სხვადასხვა დონის / სახის დავალებების შესასრულებლად.
· აძლევს სტრატეგიების არჩევანის თავისუფლებას.
12. სააზროვნო უნარების განვითარება:
· იყენებს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს / დავალებებს.
· აქვს მომზადებული დიფერენცირებული დავალებები (მაგალითად, ძალიან სუსტი და ძალიან ძლიერი მოსწავლეებისათვის).
13. მოსწავლეთა შეფასება:
· მოსწავლეთა ყველა პასუხი ფასდება (თუნდაც სიტყვიერად).
· შეცდომებზე რეაგირება კორექტულია.
· წახალისებულია თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
14. ეფექტური კომუნიკაცია:
· საუბრობს გარკვევით, შესაბამისი ტემპითა და ტემბრით.
· აქვს აუდიტორიასთან მხედველობითი კონტაქტი.
· ადეკვატურად იყენებს ჟესტებსა და მიმიკას.
15. კლასის მართვა:
· ადეკვატურად რეაგირებს წესრიგის დარღვევის ფაქტებზე.
· მოსწავლეები იშვიათად ან სულ არ არღვევენ დისციპლინას / დისციპლინა თვითრეგულირებადია.
შეფასების სკალა:
5 - მაქსიმალური ქულა
4 - რომელიმე მახასიათებელი სუსტადაა გამოხატული
3 - გამოხატულია რომელიმე ერთი მახასიათებელი
2 - ყველა მახასიათებელი ძალიან სუსტად არის გამოხატული
1 - არ არის გამოხატული არც ერთი მახასიათებელი.
თითოეული მახასიათებლის გასწვრივ დამკვირვებელი აკეთებს აღნიშვნას (მაგ., +) და შემდეგ შეფასების სკალის მიხედვით წერს ქულას. საბოლოოდ ყველა უჯრაში დაწერილი ქულები ჯამდება.
ცხადია, დაკვირვების ამ ვარიანტს არ აქვს უნივერსალურობის პრეტენზია. ჩვენთვის საინტერესო იყო ფორმა. რაც შეეხება შინაარსს, მისი მოდიფიცირება შეიძლება იმის მიხედვით, რა არის ჩვენი დაკვირვების ფოკუსი, დამატებით რის „დამზერა" გვინდა გაკვეთილზე.

Friday, July 11, 2014

გაბრიელა მისტრალი


მასწავლებლის ათი მცნება

(თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა)


1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.


Thursday, June 5, 2014

ეს მცირე წერილი ისევ ალექსი ჭინჭარაულის მიერ მოთხრობილი ლეგენდით დავასრულოთ, რომელიც ისევ მის მეგობარსა და ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მწერალს - რეზო ინანიშვილს უამბო:



ა ნახეს ერთი ძირი შემთხვევით ჩარჩენილი ვაზი; პატრონი საჯაროდ დასაჯეს, თავი მოჰკვეთეს და სახელდახელოდ გათხრილ მიწაში ჩააგდეს. იმ საფლავზე მეორე წელს ვაზის რქამ ამოიყარა: თურმე დასჯილ კახელ გლეხს ხალათის საღილეებში ვაზის ლერწი ჰქონდა გაყრილ-გამოყრილი და ის ამოზრდილიყო. მაშინ რომ ვკითხე, ეგ ლეგენდა არსად გამოგიყენებია-მეთქი? მიპასუხა: ამას რაღა დაწერა უნდა, ეს ხომ თავისთავად ლამაზიაო. არც შემდეგ შემხვედრია რეზოს ნაწერებში ეს ქართული და მართლაც, ლამაზი ლეგენდა...“

Wednesday, June 4, 2014

“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის… იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი… დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია… ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი… ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული… ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე…”
გ. ჩოხელი
ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო – ეს მზადებისა და არჩევანის მდგომარეობაა, გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება, ვისთანაა იგი – ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე.. დრო – ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა, ღვთისმსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვის, იმის შეძენის, რაც მარადისობაში განიხსნება. 
დრო ადამიანის გამოცდის ველია, მარადისობა კი თვით ღვთაებრიობის კუთვნილებააღვთაებრიობის სუნთქვაა, რომლის შეგრძნებაც სულს ლოცვის დროს შეუძლია. ურწმუნოსთვის დრო მარტოოდენ სიკვდილის წინკარია, ყოფიერების მსხვრევაა. ამიტომ ურწმუნოთ დროსთან ბრძოლის მხოლოდ ერთი საშუალება რჩებათ – დაივიწყონ იგი.  ქრისტიანისთვის კი დრო – ეს უდიდესი ძღვენია ღვთისაგან და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა, მარადისობა შესაძლოა ჩვენთვის ღვთის უსასრულო კარგვად იქცეს.
ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა.გაუფრთხილდი დროს,  იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება მარადიულობა. იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო..”
წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით









”რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი.. ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს.. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა.. ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ.. რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს.. 
ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, რომ ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.. თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია.. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.. ადამიანი ფრესკა არ არის რომ ერთ სიბრტყეში უყურო..ადამიანს, როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება..
როდესაც დგახარ მწვერვალზე და ხელს ასწევ ცაში, რომ მზეს ასწვდე, რადგან  მზე  შენი  გვირგვინი  გგონია.. როდესაც დაბლა დაიხედავ, ღრუბელი შენს ფერხთქვეშ მიცურავს და შენი ფეხის მტვერი გგონია.. მიწა შენს ფერხთქვეშ წევს და შენი ტერფის ტოლი გგონია.. გახედავ ზღვას და ერთი პეშვი გგონია..დაგიბერავს ქარი და შენი ფრთები გგონია.. ეძახი ღმერთს და ნაპრალებიდან მოსული ექო, შენივე ხმით რომ გპასუხობს, შენი თავი ღმერთი გგონია.. და თუ ღმერთია შემქმნელი ყოვლისა ამ ქვეყანაზე, ეს დედამიწაც შენი ნაოფლარი, შენი ნასისხლარი, შენი ნაჯაფი, შენი შექმნილი გგონია.. და როდესაც ასე გგონია – კაცი ხარ მაშინ..
დედამიწა ცოცხალი სხეულია..დაგორავს, დაიარება, ხედავს, სუნთქავს, ესმის, სტკივა, უყვარს, სძულს, უხარია და სწყინს. ამიტომ ხან კვნესის, ხან ოხრავს, ხან ბორგავს, ხან იცინის, ხან ტირის, ჩვენ კი შესეული ვართ ამ ვეებერთელა სულდგმულს მკბენარებივით, ვჩიჩქნით, ვწიწკნით, ვჯიჯგნით, ვგლეჯთ, ვჯბენთ, დავრბივართ, ვაწუხებთ და ისე ვაწუხებთ ხანდახან, რომ ვეღარ ითმენს, შეაჟრჟოლბს ხოლმე და დაგვინგრევს, მოგვიშლის, წაგვლეკს საბუდარს, ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ჩვენ კი, გონს მოსულნი, ისევ შევესევით, ისევ დავუწყებთ ჩიჩქნას, ძიძგნას, კბენას, ვიდრე კვლავ არ გაიღვიძებს ეს გოლიათი და აშეგვაძრწუნებს კვლავ, რათა მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს..
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე..
მზეო, ნუ მიგვატოვებ, გევედრებით, ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი და სიყვარულით გარდავიცვლებით აწ და მარადის, ოღონდ ახლა ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ჩვენ წავალთ შენი სახელით, შემოვივლით მთელ კაცობრიობას და ვთხოვთ, რომ სიყვარული დაგიბრუნონ.. მე ვიცი, მზეო, კაცობრიობა შეისმენს შენს თხოვნას, დაივიწყებს სიძულვილს და ხელმეორედ დაიწყებს სიყვარულის თესვას.. წამიყვანე თან, მზეო, მე არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, მიმიღე შენს წიაღში, როგორც სიყვარული და წამიყვანე..
 მაინც რა მოგდის მზეო, რა გტკივა, გვითხარი..
- დედამიწა მტკივა, დედამიწა!
- მერე და დედამიწის ტკივილიცა და სიცოცხლეც შენს ხელთ არ არის, დალოცვილო?
- დედამიწა ჩემი გულია, მე დიდი ხანია უკვე ვკვდები, ჩემ გარშემო ყველა პლანეტა, ჩემი სხეულის უჯრედი და შემადგენელი ნაწილი, მკვდარია უკვე უთვალავი საუკუნეა. მხოლოდ დედამიწა სუნთქავს ჩემში, ერთადერთი ნაწილი ჩემი სხეულისა სუნთქავს, ცოცხლობს და მაცოცხლებს.. ნუთუ თქვენ, ადამიანები, ამდენი საუკუნეა რომ მომჩერებიხართ და თაყვანს მცემთ, ვერ ხედავთ ამას, ვერ გრძნობთ ამას და ვერ ხვდებით ამას?! 
- მაშ, შენ თვითონ ვინღა ხარ და რა ხარ, მზეო?
– მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს.. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვდგები კვლავ მკვდრეთით.. მე გევედრებით თქვენ, ადამიანებს, მე – მზე.. დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული.. დამიბრუნეთ სიყვარული და მე დაგიბრუნდებით თქვენ..
 ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ნუ მიგვატოვებ..“

“ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა. განსაწმენდელია, სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე. არ უნდა ემონო ხორცს, თორემ როცა გაეყრები მონადყოფილს, უიმისობა გაგიჭირდება. ხორცი იგივეა, რაც წიგნისათვის ქაღლადი, ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს, რომ მარად იცოცხლოს, თორემ მოვა მსაჯული და წიგნს სანაგვეში გადაისვრის…
სოფელიც წიგნს ჰგავს – ზოგი წიგნი ისე მოკლეა, ზოგი კი გრძელია. ზოგი წიგნი ლექსად იკითხვის, ზოგი პროზაა. ზოგი წიგნი მლიქვნელობაა. ზოგი სავსეა სულიერი ჭეშმარიტებით, აბზაც–აბზაც მზე რომ ამოდის. ზოგი სათქმელს პირდაპირ ამბობს, ზოგიც იგავით…
სოფელი წიგნს ჰგავს, წამკითხავნი ჩვენ ვართ სუყველა, წიგნში ვკითხულობთ დიდი სოფლის ამაოებას. ეს სოფელი ზოგს ლექსების წიგნს შემოგვაჩეჩებს, ზოგს მლიქვნელობის, ზოგს სულიერი ჭეშმარიტების. მიდი იკითხე, არჩევანი თითქოს ჩვენზეა, მაგრამ ვაი რომ ხშირად არც არის – ლექსმოწყურებულს, ზოგჯერ ისეთი პროზა დაგხვდება…
ხანდახან ვიტყვი, მოდი ამ წიგნს ჩავკითხავ, რაც არის არის, მეორე წიგნს მერე დავიწყებ, რა მეჩქარება, ჩემ ხელთ არის ეს სამკითხველოო, მაგრამ სოფელი ისე მოკლეა, ბოლომდე მხოლოდ ერთ წიგნს გაკითხებს, დრო აღარ გრჩება ხელმეორედ შემობრუნების. ისე მოკლეა ეს სოფელი, თან ისე გრძელი…
ცეცხლისაგან ნაშობს ცეცხლი წაღებს, წყლისაგან ნაშობი წყლად იქცევა. მტვრისაგან ნაშობი მტვრად იქცევა, დაუბერავს საწუთროს ქარი და კალოზე დაგროვილ ხვავს გაანიავებს. დაგრჩება სული ყოველივე ამის გარეშე – სულის გარდა, ყველაფერი უკუიქცევა …”
გოდერძი ჩოხელი