იოანე თორნიკე (თორნიკე ერისთავი) (გარდ. 985 წ)
პოლიტიკური და სასულიერო მოღვაწე
თორნიკე ერისთავი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე, ბერად აღკვეცის შემდეგ იოანე-თორნიკედ წოდებული, Xსაუკუნის II ნახევარში ცნობილი ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე იყო. ერთხანს იოანე თორნიკე ათონისმთაზე, განთქმულ ათანასე დიდის ლავრაში იყო ბერად შემდგარი. ათანასეს ლავრა, რომელიც 963 წელს დააარსა ათანასეათონელმა იმპერატორ ნიკიფორე ფოკას სახსრებითა და დახმარებით, ბერმონაზვნური მოძრაობის და იმავდროულადბიზანტიური მწიგნობრობის განთქმულ ცენტრს წარმოადგენდა. ათანასეს დროს ლავრაში 120-მდე მონაზონი ცხოვრობდა,მათ შორის ქართველებიც.
X საუკუნის 60-იან წლებში ათანასეს ლავრაში მოვიდნენ ქართველები _ იოანე (იოანე ათონელი) ბერი, მისი ძეეფთვიმე (ეფთვიმე ათონელი) და თორნიკე ერისთავი, რომლებიც ერთ წელიწადზე მეტ ხანს დარჩნენ ლავრაში, შემდეგ კიმათ სხვა ქართველებთან ერთად ათონის ივერთა მონასტერი ააშენეს. იოანე თორნიკე საქართველოს ისტორიაში ცნობილიააგრეთვე, როგორც დავით კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, რომლის დახმარებითაც X საუკუნის 70-იან წლებში (976-979 წწ.) ჩააქრეს საიმპერატორო ტახტის წინააღმდეგ ამბოხებული ძლევამოსილი ბიზანტიელი სარდლის, ბარდა სკლიაროსისაჯანყება.
როგორც ცნობილია, X საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგბრძოლაში, მაგრამ 70-იან წლებში შექმნილმა საშინაო ვითარებამ შეზღუდა იმპერიის შესაძლებლობანი. ბარდა სკლიაროსისაჯანყებამ საფრთხე შეუქმნა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ტახტს. მან მთლიანად დაიპყრო ბიზანტიის იმპერიისაზიური ნაწილი და ტაოს დაუმეზობლდა. იმპერატორის ჯარების სარდალმა ბარდა ფოკამ ბიზანტიის დაქვრივებულდედოფალს, ტახტის მცირეწლოვანი მემკვიდრეების _ ბასილისა და კონსტანტინეს დედას, თეოფანას, ურჩია სამხედროდახმარებისათვის მიემართა განთქმული დავით ტაოელისათვის, რომლის სამფლობელოებსაც საფრთხე ელოდა ბარდასკლიაროსის გაძლიერებით. ბიზანტიის სამეფო კარმა დავით კურაპალატისაგან დახმარების აღმოჩენისათვისშუამდგომლობა ათონის მონასტრის ბერს იოანე-თორნიკეს სთხოვა. ბერად შემდგარმა იოანე-თორნიკემ თავდაპირველად უარიგანაცხადა, მაგრამ შემდეგ, გაითვალისწინა რა ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერთა მდგომარეობის მოსალოდნელიგაუარესება, დათანხმდა და წარმატებით შეასრულა შემოთავაზებული დავალება. კონსტანტინოპოლიდან იოანე-თორნიკესდავით კურაპალატთან “სათხოვარი წიგნები” გაატანეს.
დავით ტაოელი დათანხმდა დახმარებას და მის საფასურად მოითხოვა ე.წ. “ზემო ქუეყანანი” _ არზრუმის (კარინის)მხარე, სამხრეთი ბასიანი (ჩრდილო ბასიანი დავითის სამფლობელოში ისედაც შედიოდა), ჩორმაირის, სევუკის, ჰარქისა დააპაჰუნიქის ციხეები ჭოროხის, არაქსის და ევფრატის სათავეებში.
დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი ქართველი მეომარი, რომლებმაცსასტიკად დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი და ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი. ბიზანტიის საიმპერატორო კარმადაპირებისამებრ აღნიშნული ტერიტორია დავითს გადასცა. სამხედრო ნადავლიდან მიღებული წილი იოანე-თორნიკემათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებასმოახმარა.
980 წელს ბიზანტიის კეისარმა იოანე-თორნიკეს სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა.
ბიზანტიის საიმპერატორო კარმა, ფაქტობრივად, ქართველთა ლაშქრის მეშვეობით სძლია ბარდა სკლიაროსს. ქართველიმეომრების წყალობით შეინარჩუნა ტახტი (იმჟამად მცირეწლოვანმა) იმპერატორმა ბასილი II-მ, ბიზანტიის იმპერიაცგადაურჩა მორიგ სამხედრო გადატრიალებას. ამ გამარჯვებით სარგებლობა ნახა დავით დიდმა კურაპალატმაც. მანმნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი გავლენა აღმოსავლეთში. თორნიკე ერისთავი კი ამიერიდან უფრო დიდი ავტორიტეტითსარგებლობდა ბიზანტიის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებში.
რასაკვირველია, დავით კურაპალატის მიერ ბიზანტიის იმპერიისათვის გაწეული დახმარება ტაოს სამეფოს ინტერესებთანაციყო დაკავშირებული. ჯერ კიდევ აჯანყებამდე, ბარდა სკლიაროსი ბასილი II-მ ხანზიტისა და ხალიდიატის ოლქებისგამგებლად დანიშნა. ხანზიტა მეოთხე არმენიის ერთ-ერთი ოლქი იყო და ტარონს ესაზღვრებოდა, ხოლო ხალიდიატიტარონის ოლქში შედიოდა. ბარდა სკლიაროსი არმენიაში იყო გამაგრებული, მას დაპყრობილის ჰქონდა იმპერიის ის მიწა-წყალი, რომელიც ტაოს სამეფოს ესაზღვრებოდა.
ის გადამწყვეტი როლი, რაც ქართველ მეომართა მონაწილეობამ შეასრულა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობასა დაბიზანტიის იმპერიის გადარჩენაში, სათანადოდ არ არის ასახული განმაზოგადებელ ნაშრომებში, რომლებიც ბიზანტიისისტორიას ეძღვნება. (მაგალითად, Bცნჯჰბზ Вბპფყნბბ, ნ. II, V. 1967.) რაც შეეხება ქართულ ისტორიოგრაფიას, ამ საინტერესოეპიზოდს ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობაში რამდენიმე ნაშრომი მიეძღვნა (ივ. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა, ვ.კოპალიანი, ნ. ლომოური, მ. ლორთქიფანიძე, მ კახაძე და სხ.)
როგორც ცნობილია, იოანე-თორნიკე, გარდა სამხედრო-დიპლომატიური მოღვაწეობისა, საქართველოს ისტორიაშიცნობილია,როგორც ქართული კულტურის დიდი მოამაგე. უდიდესია მისი ღვაწლი ათონის ივერთა მონასტრის დაარსებისადა იმთავითვე მისი კულტურული პროფილის განსაზღვრის საქმეში. ჯერ კიდევ ათონზე გამგზავრებამდე, თორნიკეერისთავის შეკვეთით გადაწუერიათ ოშკის ტაძარში ე.წ. ოშკის ბიბლია (978 წ.) და კირილე ალექსანდრიელის თხზულების“განძის” 981 წლის ნუსხა.
No comments:
Post a Comment