იჯდა ზოსიმე ივერიის ნათელ ლავრაში,
ხელნაწერ კრებულს უფლის სულის
მზერა ათბობდა;
ენთო სანთლები
და ყაყაჩოც სანთლებად ენთო;
ქარი ცელქობას ვერ ბედავდა ახლოს ათონთან.
ლოცვა ისმოდა,
შრიალებდა თალხი სამოსი
ურჩი ეგონა ერთი ბერი მამა იაკობს,
ირიჟრაჟა და იქ არავის ეძინა მაინც;
მზის ერთი სხივი, იმ წუთიდან
ღამეს მიაპობს.
No comments:
Post a Comment