თბილისის საპატიო მოქალაქეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
თბილისის საპატიო მოქალაქე — წოდება, რომელიც 1979 წლიდან ყოველწლიურად ენიჭება ხელოვნებისა და სპორტის თუ სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს. ამ ტრადიციასთბილისობის პირველ დღესასწაულზე დაედო საფუძველი. ქვემოთ მოტანილია თბილისის საპატიო მოქალაქეების სია წლების მიხედვით:

1979 წელი[რედაქტირება]

  • ლადო გუდიაშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • კონსტანტინე ილურიძე — ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი.
  • აკაკი შანიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
  • შუშანა ჩიქოვანი — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.

1980 წელი[რედაქტირება]

1981 წელი[რედაქტირება]

1982 წელი[რედაქტირება]

  • ვიქტორ ამბარცუმიანი — ასტროფიზიკოსი, სომხეთის სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი.
  • გივი გაჩეჩილაძე — თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ხარატი.
  • სესილია თაყაიშვილი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • ირაკლი თოიძე — მხატვარ-გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
  • კარლო კალაძე — პოეტი და დრამატურგი.
  • თენგიზ მენთეშაშვილი — სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი.
  • ნიაზი ზულფუგარის ძე ტაღიზადე—ჰაჯიბეკოვი — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და დირიჟორი.
  • ევგენი პრიმაკოვი — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
  • ევგენი ხარაძე — ასტრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
  • უჩა ჯაფარიძე — საქართველოს სახალხო მხატვარი.

1983 წელი[რედაქტირება]

  • მანანა აბრამიშვილ-ფეტვიაშვილი — მრავალშვილიანი დედა.
  • მერაბ ბერძენიშვილი — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.
  • ავლიპი ზურაბიშვილი — ფსიქიატრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
  • ანა კალანდაძე — პოეტი.
  • ლევ კულიჯანოვი — კინორეჟისორი, სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივანი.
  • ოთარ ლითანიშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის მთავარი მხატვარი.
  • გურამ მეტონიძე — საწარმოო გაერთიანება „ელმავალმშენებლის“ ელექტრომემონტაჟე.
  • გიორგი ტოვსტონოგოვი — ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი.
  • გიორგი ცაბაძე — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

1984 წელი[რედაქტირება]

  • გრიგოლ აბაშიძე — პოეტ-აკადემიკოსი.
  • ვასილ ბოროდავკა — ქარხანა „ცენტროლიტის“ მუშა, სოციალისტური შრომის გმირი.
  • გიორგი დანელია — კინორეჟისორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ციციშვილი, ირაკლი — არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, საბჭოთა კავშირის გმირი.

1985 წელი[რედაქტირება]

  • ნატალია ბურმისტროვა — თბილისი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი.
  • ოთარ თაქთაქიშვილი — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • ტრიფონ როსტიაშვილი — გ. დიმიტროვის სახ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ხარატთა ბრიგადირი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • შოთა ყავლაშვილი — თბილისის მთავარი არქიტექტორი, შოთა რუსთაველიუს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ედუარდ შევარდნაძე — სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი.

1986 წელი[რედაქტირება]

  • ვახტანგ ბერიძე — ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
  • გიორგი გულია — მწერალი, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე.
  • ოდისეი დიმიტრიადი — დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • მიხეილ თუმანიშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • ნინო პანკოვა — თბილიის წინდების საწარმოო გაერთიანება „კრწანისის“ მქსოველი.
  • ვერა ქემაშვილი — თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის „საბჭოთა საქართველოს“ ბრიგადირი.
  • სიმონ ხეჩინაშვილი — ოტორინოლარინგოლოგი, თბილისის ექიმთა დახელოვნელბის ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1987 წელი[რედაქტირება]

  • ზურაბ ანჯაფარიძე — მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორის დირექტორი.
  • თინათინ ასათიანი — ფიზიკოსი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა — მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლენინური პრემიის ლაურეატი.
  • რამიშ მაჯიდ-ოღლი ბეიბუთოვი — მომღერალი, სსრკ სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდობის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
  • სერგი დურმიშიძე — ბიოქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
  • ქეთევან ლომთათიძე — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
  • გრიგოლ ტერეშჩენკო — მოწინავე მუშა.

1988 წელი[რედაქტირება]

  • ვიქტორ გოცირიძე — „თბილგვირაბმშენის“ სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ალექსანდრე დათაშვილი — „თბილგვირაბმშენის“ ზეინკალ მემონტაჟეთა ბრიგადირი.
  • მარიამ ლორთქიფანიძე — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
  • ბორის პაიჭაძე — ფეხბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
  • მელორ სტურუა — ჟურნალისტი, გაზეთ „იზვესტიის“ საერთაშორისო მიმომხილველი.
  • მედეა ჯაფარიძე — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

1995 წელი[რედაქტირება]

  • ნანი ბრეგვაძე — საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი.
  • ვალერიან გუგუნავა — სოციალისტური შრომის გმირი, ომის ვეტერანი.
  • მურმან ლებანიძე — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • თეიმურაზ ჩირგაძე — ექიმი, ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

1996 წელი[რედაქტირება]

1997 წელი[რედაქტირება]

1998 წელი[რედაქტირება]

1999 წელი[რედაქტირება]

2000 წელი[რედაქტირება]

  • თამაზ გამყრელიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი.
  • ნონა გაფრინდაშვილი — მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი.
  • პანტიკო (ვაჟა) თორდია — შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.
  • ნათელა იანქოშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ამირან კავკასიძე — ექიმი, საზოგადოება „თბილისელის“ ვიცე-პრეზიდენტი.
  • ზაალ კახიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
  • ნოდარ ლომოური — ისტორიკოსი, პროფესორი, შ. ამირანაშვილი სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი.
  • ომარ მხეიძე — მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.

2001 წელი[რედაქტირება]

  • გოგი ალექსი-მესხიშვილი — ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • ჭაბუა ამირეჯიბი — მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • პაატა ბურჭულაძე — მომღერალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
  • კარლო ლეკიშვილი — მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, სახელმწიფო სამხედრო-კვლევითი ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორი.
  • ვლადიმერ პატეიშვილი — საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, საქართველოს ბანკის პრეზიდენტი.
  • გურამ საღარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
  • თენგიზ ღვინიაშვილი — მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
  • გიორგი შხვაცაბაია — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • რევაზ ჩხეიძე — კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საერთაშორისო და საკავშირო კინოფესტივალების მრავალი პრემიისა და მთავარი პრიზების მფლობელი.

2002 წელი[რედაქტირება]

2003 წელი[რედაქტირება]

2004 წელი[რედაქტირება]

2005 წელი[რედაქტირება]

2006 წელი[რედაქტირება]

  • კოტე ჩოლოყაშვილი — ეთნოგრაფი, მუზეუმოლოგი
  • ერგუნ ათაბაი (გურამ ქოქოლაძე) — ბიზნესმენი, ქველმოქმედი
  • არტემ არუთინოვი — 109-ე სკოლის დირექტორი, მეთოდისტი ისტორიაში

2007 წელი[რედაქტირება]

2008 წელი[რედაქტირება]

2009 წელი[რედაქტირება]

2010 წელი[რედაქტირება]

2011 წელი[რედაქტირება]

2012 წელი[რედაქტირება]

2013 წელი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]