თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
კავკასიაში პირველი მუზეუმი ღია ცის ქვეშ თრიალეთის ჩრდილოეთ ქედზეა განლაგებული ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის. მისთვის გამოყოფილია 50 ჰა ფართობი, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობაა განთავსებული (გეგმარების ავტორი ლონგინოზ სუმბაძე), ასევე თავმოყრილია რვა ათასზე მეტი საყოფაცხოვრებო ნივთი და ხალხური რეწვის ნიმუში.
მისამართი: კუს ტბის ასახვევი 1 .0162 თბილისი, საქართველო ტელ: (+995 32) 23 09 60 ფაქსი: (+995 32) 98 21 33 სამუშაო საათები: ყოველ დღე, ორშაბათის გარდა 11.00-16.00 ბილეთის ღირებულება დიდები 3 ლარი სტუდენტები1.5 ლარი სასკოლო ასაკის მოზარდები 0.5 ლარი ტურები გიდის თანხლებით 10 ლარი უბილეთოდ დაიშვებიან 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, პირველი და მეორე კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. მისი დაარსება 1852 წლით თარიღდება, როდესაც რუსეთის იმპერიის გეორგაფიული საზოგადოების კავკასიის დეპარტამენტი გაიხსნა.
ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშიგაერთიანებულია: მუზეუმები ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმიღია ცის ქვეშ ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტრისმუზეუმი (ქარვასლა) ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანისარქეოლოგიური მუზეუმნაკრძალი სამცხე-ჯავახეთის ისტრიული მუზეუმი ი. ჯავახიშვილის სახელობის სვანეთის ისტორიულიმუზეუმი დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი სიღნაღის მუზეუმი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმისაქართველოს ეროვნული მუზეუმი რუსთაველის გამზირი 3, 0105 თბილისი, საქართველო ოფის მენეჯერი ტელ.:+(995 32) 99 80 22 ფაქსი: +(995 32) 98 21 33 ელ-ფოსტა: info@museum.ge საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა ვერულაშვილი ტელ: +(995 32) 99 71 76 ფაქსი: +(995 32) 98 21 33 ელ-ფოსტა:averulashvili@museum.ge საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეა
საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეა 1888-1892 წლებში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის პროექტის მიხედვითა აიგო. შენობა თავდაპირველად სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის იყო განკუთვნილი და ,,დიდების ტაძრად” იწოდებოდა. აქ წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია, რომელიც ე. წ. კავკასიის ომში რუსეთის იმპერიის მიერ მოპოვებული გამარჯვებების პოპულარიზაციას ახდენდა. 1930-იან წლებში მუზეუმში სურათების გალერეა განთავსდა.
სურათების გალერეა 1880-1883 წლებში რომში აგებული საგამოფენო სახლის მიბაძვითაა აშენებული. რუსთაველის გამზირისკენ მიმართული ფასადი უხვად დეკორირებულია და ბაროკოსთვის მახასიათებელ ნიშან-თვისებებს შეიცავს. მის ცენტრს კუბური მოცულობის შესასვლელი გამოჰყოფს. კორინთული სვეტებითა და პილასტრებით ფლანკირებული შესასვლელი ნახევარსფერული ექსედრითაა გადახურული. ამავე ორდერის პილასტრები ანაწევრებს ნაგებობის განაპირა მხარეებსაც. მინის გადახურვის მქონე გალერეის ორივე დარბაზი უხვად ნათდება მზის შუქით. სურათების ეროვნულ გალერეაში ხშირად იმართება საინტერესო გამოფენები. ფიზიკური მისამართი, საფოსტო ინდექსი: რუსთაველის გამზ. 11, 0105 საკონტაქტო: ფიქს.ტელ: +99532 984814 მარჯანიშვილის თეატრი
თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა ცნობილი მეწარმისა და მეცენატის კონსტანტინე ზუბალაშვილის დაკვეთით აშენდა 1907 წელს. ყოფილ ,,სახალხო სახლს” საფუძვლად რუსი არქიტექტორის ს. კრიჩინსკის პროექტი დაედო.
მოდერნის სტილში აგებული შენობა არაერთხელ იქნა გადაკეთებული, თუმცა მან თავისი ძირითადი მახასიათებელი ნიშან-თვისებები შეინარჩუნა და დღესაც მარჯანიშვილის თეატრი თბილისის ერთ-ერთი საინტერესო ნაგებობაა. ფასადებზე მზერას იქცევს სიმბოლური დატვირთვის მატარებელი ფიგურული რელიეფისა და მცენარეული ორნმენტის ნაძერწი გამოსახულებები. რუსტირებული პილასტრები თავის ქალის გამოსახულებებით სრულდება. მარჯანიშვილის თეატრში 1930 წლიდან მოყოლებული უამრავი ცნობილი მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა. აქ იდგმებოდა და იდგმება სპექტაკლები, რომლებიც თეატრის ისტორიაში ძალზედ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისამართი: მარჯანიშვილის 8, საინფორმაციო სამსახური: +995 32 2953582, სალარო: +995 32 2955966, +995 32 2475768 ფაქსი: +995 32 2954001, email: info@marjanishvili.ge თბილისის საკრებულოს შენობა
თბილისის საკრებულოს შენობა XIX საუკუნის 40-იან წლებშია აგებული. დედაქალაქის მმართველობამ საქალაქო პოლიციისთვის აგებული შენობის გადაკეთების გადაწვეტილება 1882 წელს მიიღო. ამ პერიოდში არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვის პროექტის მიხედვით შენობას განაპირა მხარეები მიაშენეს. მოგვიანებით ნაგებობა კვლავ გადაკეთდა, ამჯერად მისი იერსახის ცვლა პაულ შტერნმა განახორციელა. მან ნაგებობის ცენტრალურ ნაწილს მესამე სართული დაუმატა, რითაც შენობას საფეხუროვანი სილუეტი შესძინა. ამას გარდა, მანამდე არსებული სახანძრო კოშკურა უფრო მაღალმა ფანჩატურით დაგვირვინებულმა რატუშამ და საათმა შეცვალა.
შენობამ საბოლოო სახე 1910-1914 წლებში მიიღო, როდესაც მისი გვერდითა მხარეები ერთი სართულით ამაღლდა და მოედნისკენ მიმართულ ცენტრს გაუთანაბრდა. შტერნს სურდა შენობისთვის ეგზოტიკური აღმოსავლური სახე მიენიჭებინა, სწორედ ამიტომ ფასადზე თავი მავრიტანული სტილის ელემენტებმა იჩინეს: ნაგებობას სტალაქტიტური ფრიზი შემოუყვება, მეორე სართულზე სწორკუთხა ნიშებში შეისრული ღიობებია ჩაწერილი. შეისრული ფორმის მოყვანილობა აქვს მესამე სართულის ფანჯრებსაც. საბჭოთა პერიოდში შენობაში ქალაქის სათათბირო და გამგეობა იყო განლაგებული. მოგვიანებით, აქ დედაქალაქის მერიამ დაიდო ბინა. ხოლო 2008 წლიდან მოყოლებული, მას მერე რაც მერია და საქალაქო სამსახურებმა სხვა შენობაში გადაინაცვლეს, ნაგებობა თბილისის საკრებულოს დაეთმო. თბილისი, თავისუფლების 2 ნარიყალას ციხე-სიმაგრე
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხე-სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.
|
No comments:
Post a Comment