მამადავითი | |
ისტორიკოსების ცნობით, IX ს-ში მამადავითზე ღვთისმშობლის ეკლესია ააგეს. 1542წ. კი წმინდა დავითის სახელზე ახალი ეკლესია აშენდა, რომელიც შემდგომ კიდევ აიგო ხელახლა XVI ს-ში, მაგრამ მალევე დაინგრა. ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, XIX ს-ის 70-იან წლებშია აგებული. არქიტექტურულად მას განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ მოხდენილადაა ჩაწერილი გარემოში და მახვილ აქცენტს ქმნის მთაწმინდის კალთის ფონზე. ეკლესიამდე სერპანტინულ გზას მივყავართ, რომელიც 1817წ. გაიყვანა გენერალმა ერმოლოვმა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია "ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი". პანთეონს სათავე დაედო XIX ს-ის დასაწყისში, როდესაც აქ სახელგანთქმული რუსი პოეტი, ალ. გრიბოედივი და მისი მეუღლე, თავადის ქალი ნინო ჭავჭავძე დაასაფლავეს. ზედა, ვრცელ ბაქანზე ეკლესიის ორივე მხარეს, განლაგებულია საქართველოს გამოჩნილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების საფლავები. მათ შორის გამორჩეულია "ერის მამად" მიჩნეული ილია ჭავჭავაძის საფლავი, რომელსაც ცნობილი ქართველი მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის სკულპტურა - "მგლოვიარე საქართველო" ამშვენებს. |
Sunday, November 10, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment