Sunday, November 10, 2013


დღესასწაულები და ადათ-წესები

გასართობ-სანახაობები ხალხის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების აუცილებელ საშუალებებს წარმოადგენენ. გასართობ-სანახაობანი წარმოიქმნებიან ადამიანთა ურთიერთობის გარკვეულ საფეხურზე და ამ ურთიეთობის ნაკვალევს ატარებენ. ცხადია, ადამიანები თავიანთი წარმოებით ურთიერთობაშია განსხვავებულ ადგილს იჭერენ და ეს განსხვავება თავის გავლენას ახდენს გასართობ-სანახაობაზეც, მაგრამ გასართობ-სანახაობები საკუთრივ ისეთ ელემენტებს შეიცავენ, რომლებიც საერთო საქვეყნო საქმის ზოგად ინტერესების დაცვას ქადაგებენ. მაგ:”ყეენობა”, ”ბერიკაობა”, ”კრივი” და სხვა. ყოველი გამარჯვება დიდი სახალხო ზეიმით აღინიშნებოდა ხოლმე.
 ერთ-ერთი ბრძოლა ქართველებმა თეიმურაზ მეორის სარდლობით გამარჯვებით დაამთავრეს. ეს გამარჯვება საზეიმოდ აღინიშნა. ამ ზეიმის შესახებ თანამედროვე ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი გადმოგვცემს: `აიყარა მეფე თეიმურაზ ლილოდან, შემობრძანდა ქალაქსა, თვესა ივლისსა, მიეგებნენ მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონნი, შეასხეს ქება და შესწირეს მადლობა ღმერთსა, გაუშალეს მოქალაქეთა ფეინდაზი მძიმე ლართა, შეიქნა სროლა ზარბაზანთა, რომე ყურთა ხმა აღარ იყო. ავლაბრით ალაყაფის კარამდის მორთვეს ბაზარი და განაბრწყინვეს ჩირახნით, იყო სამი დღე და ღამე გაუწყვეტლად მეჯლისი და ლხინი უზომო, სიხარული ფრიადი,`ყეენობა საყვარელ სანახაობად ითვლებოდა. იგი იწყებოდა დიდ მარხვის პირველ ორშაბათს ანუ შავ ორშაბათს. ყეენობაში თბილისის მცხოვრებთა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელნი იღებდნენ მონაწილეობას.
ყეენობაზე ქალაქი გაყოფილი იყო ორ უბნად, რომელთაგან ერთი ისანი იყო. მათ მხარს უჭერდნენდ ავლაბრელები.
კრივი. მასობრივ გასართობთა შორის კრივს ერთი საპატიპო ადგილი ეჭირა. კრივი  სხვადასხვნაირი ყოფილა. იყო მუშტის კრივი, ხრიდოლი და სალდასტი. მოკრივეთა შესახვედრად განსაკუთრებული ადგილები ყოფილა ამორჩეული. საამისო ადგილი გამოყოფილა, ავლაბრის გადაღმა `ნახირის უბანში`.კრივისთვის გარკვეული დრო და პერიოდი იყო გამოყოფილი. ეს იყო ზამთრობით,  ყველიერის ბოლო დღეებში, კვირა დღეს. მუშტის კრივი ზაფხულობითაც იმართებოდა.
 ”ავლაბრის კრივი” ყველაზე მასიური იყო და აუარებელ მნახველს იზიდავდა. კრივის დაწყება-დამთავრებასაც თავისი წესი ჰქონდა: მოკრივეები და საზოგადოება იყოფოდა ორ მოწინააღმდეგე ბანაკად. ჯერ პატარა ბიჭები იწყებდნენ ბრძოლას, შემდეგ 18-20 წლის ჭაბუკები, ხოლო მათ საქმეს 25-30 წლის ვაჟკაცები აგრძელებდნენ.


თანამედროვე თბილისი

1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად განამტკიცა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობა.
2003 წლის ნოემბერში, თბილისში საერთო სახალხო მღელვარება დაგვირგვინდა ხელისუფლების შეცვლით, რომელიც შემდგომში "ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა ისტორიაში. ეს იყო პოსტსაბჭოთა ეპოქის დასასრული და ახალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ეპოქის შენების დასაწყისი, რომელმაც საფუძველი დაუდო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ანალოგიური უსისხლო რევოლუციების სერიას.


თბილისური ყოფა - image_large18.jpeg

.თბილისის ზოოლოგიური პარკი 1927 წელს მდინარე ვერეს ხეობაში დაარსდა, ხოლო 1931 წელს მის ტერიტორიაზე ზოოლოგიური მუზეუმი გაიხსნა.
თბილისის ზოოპარკი 120 ჰექტარზეა გადაჭიმული. აქ დაცულია მსოფლიო ფაუნის მრავალი სახეობა.
ზოოლოგიური პარკის ნაწილი დათმობილი აქვს გასართობ ატრაქციონებს და ის თბილისში ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.
მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს  გაშენდა. მას 100 ჰექტარზე მეტი უჭირავს და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია.
პარკის მთავარი ღერძი 210 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო კოშკი-ანძაა.
მთაწმინდის პარკს ორი გზით ვუკავშირდებით: ფუნიკულიორით და სამანქანო გზით.
ფუნიკულიორის საბაგირო რკინიგზა 1900 წლის ივლისში ფრანგი ინჟინრის ა. ბლანშის მიერ დაპროექტდა.  რკინიგზის სიგრძე 501 მეტრია. ლიანდაგის დახრის კუთხე კი 28-33*. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ციცაბო რკინიგზაა.
მშენებლობა 1905 წელს დასრულდა. ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადავდივართ. ზედა სადგურზე აიგო კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა “როტონდა”, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული.  ძველი რესტორანი 1936-38 წლის რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. 1971 წელს კი ქვედა სადგურის შენობაც გადაკეთდა არქიტექტორების, გ. ბათიაშვილისა და ტ. ქუთათელაძის მიერ.
მთაწმინდის პარკი არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და საინტერესო 

რუქტურით თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია.
თბილისური ყოფა - image_large19.jpeg

ვაკის პარკი მთაწმინდის ქედის  გაშიშვლებულ ფერდობზე, ვაკის რაიონის ბოლოშია გაშენებული. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო.
ჩრდილოეთის მხრიდან ვაკის პარკი და ჭავჭავაძის პროსპექტი ფართო კიბის მარშებით არის დაკავშირებული. კიბე განლაგებულია პარკის მთავარ ღერძზე, რომელსაც შადრევნების მთელი კასკადი აგრძელებს, რომლებიც ტერასულად ქედზე დიდების მემორიალით ბოლოვდება.
პარკის ცენტრალური ნაწილი შადრევნითა და მრგვალი აუზით არის გამოყოფილი.
ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს, რომლითაც არის მოპირკეთებული სავალი გზები.
ვაკის პარკში საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანია განთავსებული. სამხრეთ-დასავლეთით კი პარკი ლოკომოტივის სტადიონით ბოლოვდება.
1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში საბავშვო ქალაქი მზიური გაიხსნა. იდეა ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა. პარკის მოწყობაში არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ჯგუფი მონაწილეობდა.
მზიურის დეკორატიული გაფორმება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სიუჟეტების მიხედვით არის გადაწყვეტილი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის, გიორგი ჩიტაიას მიერ დაარსდა 1966 წლის 27 აპრილს, ხოლო 1987 წლიდან მუზეუმს მისი სახელი მიენიჭა.
კავკასიაში პირველი მუზეუმი ღია ცის ქვეშ მთაწმინდის ჩრდილოეთ ქედზეა განლაგებული ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის. მისთვის გამოყოფილია 50 ჰე ფართობი, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობაა განთავსებული (გეგმარების ავტორი ლონგინოზ სუმბაძე), ასევე თავმოყრილია რვა ათასზე მეტი საყოფაცხოვრებო ნივთი და ხალხური რეწვის ნიმუში.
თბილისური ყოფა - image_large20.jpeg

No comments:

Post a Comment