Sunday, November 3, 2013

თბილისი - დაარსებიდან დღემდე...


უძველესი თბილისი თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. პირველი დასახლებები ამ ტერიტორიაზე ენეოლითის ხანას - ჩვ.წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულებს მიეკუთვნება. ქართლის სატახტო ქალაქის სტატუსს თბილისი V საუკუნის II ნახევრიდან იძენს...                                       

თბილისი ფეოდალურ ხანაში
VI საუკუნეში თბილისი უკვე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და  კულტურული ცენტრია. იგი განსაკუთრებულ ძლიერებას XII ასწლეულში აღწევს და არამარტო ქვეყნის, არამედ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმდიდრეს და ძლევამოსილ ქალაქად გვევლინება...                                 

ბურჟუაზიული თბილისი
XIX საუკუნის თბილისი თანდათან კავკასიის რეგიონალურ დედაქალაქად გარდაიქმნება. ამ პერიოდის თბილისი ანუ ტიფლისი მხოლოდ მისთვის მახასიათებელი კოლორიტულობით, მომხიბვლელობითა და ევროპულ-აზიური კულტურების სინთეზით  იქცევს ყურადღებას...                                        

საბჭოთა ეპოქის თბილისი
1921 წელს საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ანექსირების შემდეგ თბილისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიურ ცენტრად იქცა. საბჭოთა ეპოქამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქალაქის ისტორიაში. ეს იყო  საინტერესო ეტაპი თავისი უარყოფითი და დადებითი ელემენტებით...                                     

თანამედროვე თბილისითბილისი XXI საუკუნეს მისთვის ჩვეული მრავალფეროვნებით შეეგება. აქ ერთმანეთის გვერდით  ჰარმონიულად თანაარსებობს დედაქალაქის წარსული და აწმყო. შენდება თანამედროვე ტიპის ნაგებობები, თუმცა, ამავდროულად, ქალაქი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მომხიბვლელობას ინარჩუნებს...                                        

ისტორიული ფოტოები
მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, ვიწრო შუკები, ხის აივნები, ჩოხა-ახალუხიანი მამაკაცები და ჩიხტიკოპიანი ქალები - ეს XIX-XX ასწლეულების მიჯნის თბილისია. თბილისისა და თბილისელების ცხოვრება ამავე პერიოდის ფოტოგრაფების ნამუშევრებში მკაფიოდ აისახა...                                        


© თბილისის მერია - 2011
Beta  
StatCounter - Free Web Tracker and Counter



No comments:

Post a Comment