თბილისის საპატიო მოქალაქეები
თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
თბილისის საპატიო მოქალაქე — წოდება, რომელიც 1979 წლიდან ყოველწლიურად ენიჭება ხელოვნებისა და სპორტის თუ სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს. ამ ტრადიციასთბილისობის პირველ დღესასწაულზე დაედო საფუძველი. ქვემოთ მოტანილია თბილისის საპატიო მოქალაქეების სია წლების მიხედვით:
1979 წელი[რედაქტირება]
- ლადო გუდიაშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- კონსტანტინე ილურიძე — ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი.
- აკაკი შანიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- შუშანა ჩიქოვანი — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.
1980 წელი[რედაქტირება]
- ირაკლი აბაშიძე — პოეტ-აკადემიკოსი
- ვერიკო ანჯაფარიძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ნიკოლოზ კეცხოველი — ბოტანიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- ვალერიან ჭელიძე — გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ მე-14 ტრესტის მშენებელთა ბრიგადის ხელმძღვანელი, სოციალისტური შრომის გმირი.
1981 წელი[რედაქტირება]
- ელგუჯა ამაშუკელი — საქართველოს სახალხო მხატვარი, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.
- ანდრია ბალანჩივაძე — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ვლადიმერ ბურაკოვსკი — კარდიოქირურგი.
- ვიქტორ კუპრაძე - მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- გიორგი კურტანიძე — თბილისის ფოლად-თუჯსამსხმელო ქარხნის ბრიგადირი.
- ნინო რამიშვილი — მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ილია სუხიშვილი — მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალსო არტისტი.
1982 წელი[რედაქტირება]
- ვიქტორ ამბარცუმიანი — ასტროფიზიკოსი, სომხეთის სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი.
- გივი გაჩეჩილაძე — თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ხარატი.
- სესილია თაყაიშვილი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ირაკლი თოიძე — მხატვარ-გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
- კარლო კალაძე — პოეტი და დრამატურგი.
- თენგიზ მენთეშაშვილი — სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი.
- ნიაზი ზულფუგარის ძე ტაღიზადე—ჰაჯიბეკოვი — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და დირიჟორი.
- ევგენი პრიმაკოვი — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
- ევგენი ხარაძე — ასტრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
- უჩა ჯაფარიძე — საქართველოს სახალხო მხატვარი.
1983 წელი[რედაქტირება]
- მანანა აბრამიშვილ-ფეტვიაშვილი — მრავალშვილიანი დედა.
- მერაბ ბერძენიშვილი — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.
- ავლიპი ზურაბიშვილი — ფსიქიატრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- ანა კალანდაძე — პოეტი.
- ლევ კულიჯანოვი — კინორეჟისორი, სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივანი.
- ოთარ ლითანიშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის მთავარი მხატვარი.
- გურამ მეტონიძე — საწარმოო გაერთიანება „ელმავალმშენებლის“ ელექტრომემონტაჟე.
- გიორგი ტოვსტონოგოვი — ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი.
- გიორგი ცაბაძე — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1984 წელი[რედაქტირება]
- გრიგოლ აბაშიძე — პოეტ-აკადემიკოსი.
- ვასილ ბოროდავკა — ქარხანა „ცენტროლიტის“ მუშა, სოციალისტური შრომის გმირი.
- გიორგი დანელია — კინორეჟისორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ციციშვილი, ირაკლი — არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, საბჭოთა კავშირის გმირი.
1985 წელი[რედაქტირება]
- ნატალია ბურმისტროვა — თბილისი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი.
- ოთარ თაქთაქიშვილი — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ტრიფონ როსტიაშვილი — გ. დიმიტროვის სახ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ხარატთა ბრიგადირი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- შოთა ყავლაშვილი — თბილისის მთავარი არქიტექტორი, შოთა რუსთაველიუს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ედუარდ შევარდნაძე — სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი.
1986 წელი[რედაქტირება]
- ვახტანგ ბერიძე — ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
- გიორგი გულია — მწერალი, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე.
- ოდისეი დიმიტრიადი — დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- მიხეილ თუმანიშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ნინო პანკოვა — თბილიის წინდების საწარმოო გაერთიანება „კრწანისის“ მქსოველი.
- ვერა ქემაშვილი — თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის „საბჭოთა საქართველოს“ ბრიგადირი.
- სიმონ ხეჩინაშვილი — ოტორინოლარინგოლოგი, თბილისის ექიმთა დახელოვნელბის ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1987 წელი[რედაქტირება]
- ზურაბ ანჯაფარიძე — მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორის დირექტორი.
- თინათინ ასათიანი — ფიზიკოსი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა — მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლენინური პრემიის ლაურეატი.
- რამიშ მაჯიდ-ოღლი ბეიბუთოვი — მომღერალი, სსრკ სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდობის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
- სერგი დურმიშიძე — ბიოქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
- ქეთევან ლომთათიძე — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
- გრიგოლ ტერეშჩენკო — მოწინავე მუშა.
1988 წელი[რედაქტირება]
- ვიქტორ გოცირიძე — „თბილგვირაბმშენის“ სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ალექსანდრე დათაშვილი — „თბილგვირაბმშენის“ ზეინკალ მემონტაჟეთა ბრიგადირი.
- მარიამ ლორთქიფანიძე — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
- ბორის პაიჭაძე — ფეხბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
- მელორ სტურუა — ჟურნალისტი, გაზეთ „იზვესტიის“ საერთაშორისო მიმომხილველი.
- მედეა ჯაფარიძე — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1995 წელი[რედაქტირება]
- ნანი ბრეგვაძე — საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ვალერიან გუგუნავა — სოციალისტური შრომის გმირი, ომის ვეტერანი.
- მურმან ლებანიძე — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- თეიმურაზ ჩირგაძე — ექიმი, ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
1996 წელი[რედაქტირება]
- გიორგი (გიგა) ბათიაშვილი — არქიტექტორი, ძველი თბილისის აღდგენა-რეგენერაციის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი.
- ბიძინა კვერნაძე — კომპოზიტორი.
- გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე — რეჟისორი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე.
- კოტე მახარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ნურსულტან ნაზარბაევი — ყაზახეთის პრეზიდენტი.
- ანატოლი სობჩაკი — სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
- რობერტ სტურუა — რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
- ჯანსუღ ჩარკვიანი — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ჟურნალ „დროშის“ რედაქტორი.
- გიორგი ჩუბინიშვილი — „თბილისის ქალაქპროექტის“ საპატიო მთავარი ინჟინერი.
- აკაკი ძიძიგური — საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1997 წელი[რედაქტირება]
- ასკარ აკაევი — ყირგიზეთის პრეზიდენტი.
- კარლო მეგრელიშვილი — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.
- ვახტანგ ტაბლიაშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- რამაზ ჩხიკვაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- სოფიკო ჭიაურელი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- ოთარ ჯაფარიძე — არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1998 წელი[რედაქტირება]
- აფაქიძე ანდრია მელიტონის ძე — ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
- ჯანო ბაგრატიონი (ირაკლის ძე) — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.
- გიორგი (გია) ბადრიძე — კინოდრამატურგი.
- ფრიდონ თოდუა — ექიმი, დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი.
- ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე — საესტრადო მომღერალი, მსახიობი.
- რობერტ ქოჩარიანი — სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
- დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.
- ვახტანგ მოსიძე — ფიზიოლოგო, ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ — კორესპოდენტი.
- ბინიამინ ნეთანიაჰუ — ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
- მსტისლავ როსტროპოვიჩი — მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი.
- სალარიძე ვახტანგ — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- მიხეილ ქვლივიძე — პოეტი.
- კონსტანტინე წერეთელი — აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1999 წელი[რედაქტირება]
- ვაჟა აზარაშვილი — კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
- ვახტანგ ბალავაძე — სპორტსმენი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.
- ლეონიდე ბოკერია — ქირურგი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი.
- გრიგოლ (გიგა) თოიძე — მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი.
- გურამ ლორთქიფანიძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
- როინ მეტრეველი — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თსუ რექტორი.
- იზა ორჯონიკიძე — პოეტი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერეტურის მუზეუმის დირექტორი.
- კონსტანტინოს სტეფანოპულოსი — საბერძნეთის პრეზიდენტი.
- თენგიზ სუხიშვილი — საქართველოს სახალხო არტისტი, „ქართული ნაციონალური ბალეტის“ დირექტორი.
- ირაკლი ციციშვილი — პედიატრი, პროფესორი.
- ფრიდონ ხალვაში — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
2000 წელი[რედაქტირება]
- თამაზ გამყრელიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი.
- ნონა გაფრინდაშვილი — მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი.
- პანტიკო (ვაჟა) თორდია — შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.
- ნათელა იანქოშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ამირან კავკასიძე — ექიმი, საზოგადოება „თბილისელის“ ვიცე-პრეზიდენტი.
- ზაალ კახიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- ნოდარ ლომოური — ისტორიკოსი, პროფესორი, შ. ამირანაშვილი სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი.
- ომარ მხეიძე — მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.
2001 წელი[რედაქტირება]
- გოგი ალექსი-მესხიშვილი — ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- ჭაბუა ამირეჯიბი — მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- პაატა ბურჭულაძე — მომღერალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
- კარლო ლეკიშვილი — მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, სახელმწიფო სამხედრო-კვლევითი ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორი.
- ვლადიმერ პატეიშვილი — საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, საქართველოს ბანკის პრეზიდენტი.
- გურამ საღარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
- თენგიზ ღვინიაშვილი — მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
- გიორგი შხვაცაბაია — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- რევაზ ჩხეიძე — კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საერთაშორისო და საკავშირო კინოფესტივალების მრავალი პრემიისა და მთავარი პრიზების მფლობელი.
2002 წელი[რედაქტირება]
- ალექსანდრე ბასილაია — კომპოზიტორი
- თამარ დეკანოსიძე — ექიმი
- გივი ინწკირველი — სამართალმცოდნე
- დორიან კიტია — ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- ზურაბ ლეჟავა — მხატვარი
- მერაბ მერაბიშვილი — მოქანდაკე
- თამაზ ჩხენკელი — პოეტი, მწერალი
- ზურაბ წერეთელი — მხატვარი
- მზია ჯუღელი — სპორტსმენი
- მედეა ჩახავა — მსახიობი
- ვოვა კანდელაკი — მხატვარი
2003 წელი[რედაქტირება]
- რევაზ ამაშუკელი — მოქანდაკე
- ალბერტ თავხელიძე — მეცნიერი
- ლამარა მარგველაშვილი — მასწავლებელი
- ლევ მარკიზი — მუსიკოსი
- მურაზ მურვანიძე — მხატვარი
- გიზო ნიშნიანიძე — მწერალი
- მერაბ ფიჩხაძე — მეცენატი
- ნოდარ ყიფშიძე — ექიმი
- თამაზ შილაკაძე — მეგზევე, ინჟინერი
- ბორის წიფურია — მსახიობი
- ვახტანგ ხუციძე — ექიმი
- რაფიელ ჩიმიშკიანი — სპორტსმენი
- გურამ საღარაძე — სპორტსმენი
- ლევან თედიაშვილი — სპორტსმენი
- დავით ციმაკურიძე — სპორტსმენი
2004 წელი[რედაქტირება]
- ნუნუ დუღაშვილი — კომპოზიტორი
- იაკობ ქიტესოვი — არღნის ოსტატი
- ვანიკო მაჭავარიანი — მომღერალი, თბილისის კოლორიტი
- ჯემალ აჯიაშვილი — მწერალი
- ჟენ მარკ ერო — ნანტის მერი
- მარკ მალკოვიჩ III — მუსიკოსი
2005 წელი[რედაქტირება]
- ვიქტორ სანეევი — სპორტსმენი
- ემირ ბურჯანაძე — მხატვარი
- კარლ ლაუფცი — ზაარბრუკენის მერი
2006 წელი[რედაქტირება]
- კოტე ჩოლოყაშვილი — ეთნოგრაფი, მუზეუმოლოგი
- ერგუნ ათაბაი (გურამ ქოქოლაძე) — ბიზნესმენი, ქველმოქმედი
- არტემ არუთინოვი — 109-ე სკოლის დირექტორი, მეთოდისტი ისტორიაში
2007 წელი[რედაქტირება]
- გია ყანჩელი — კომპოზიტორი
- ვაჟა ორბელაძე — არქიტექტორი
- იანუშ შევჩუკი — ბიზნესმენი
2008 წელი[რედაქტირება]
- კლაუს ჰიპი — გერმანელი მეწარმე და მეცენატი
- ჟილბერ ალბერი — შვეიცარიელი იუველირი
- ჰენრი პარი — ინგლისელი ფიზიოლოგი
- ტარიელ ქუთათელაძე — არქიტექტორი
- თეიმურაზ ბერიძე — ისტორიკოსი
- ალი ისაევ-ავარსკი — ავარიელი პოეტი და მსახიობი
2009 წელი[რედაქტირება]
- ოთარ რამიშვილი — მომღერალი
- ანტონ მირაქიშვილი — ოტორინოლარინგოლოგი
- ინა კვაზოი — ინგუში მწერალი და საზოგადო მოღვაწე
- მიქაილ ჯამაროვი — ბაქოს ყოფილი მერი
- ვერა წიგნაძე — ქორეოგრაფი
- ბესარიონ გელდიაშვილი — არქიტექტორი
- ელისო ვირსალაძე — პიანისტი
- ნანა ალექსანდრია — პიანისტი
- რეჯეფ ჟორდანია — საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი, ნოე ჟორდანიას ვაჟი
- მარიკა კვალიაშვილი — კომპოზიტორი
- ლეილა აბაშიძე — მსახიობი
- რუსუდან სებისკვერაძე — კომპოზიტორი
2010 წელი[რედაქტირება]
- პაულ კუმერი — ქ. ინსბრუკის წარმომადგენელი
- ავთანდილ კვეზერელი–კოპაძე — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
- თამაზ გერსამია — არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე
- მანაბა მაგომედოვა — დაღესტნელი მხატვარი, ოქრომჭედელი
- ალექსეი ფადეეჩევი — რუსეთის სახალხო არტისტი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი
- შალვა დავითაშვილი — კომპოზიტორი
- მერაბ სარელი — პროფესორი
- მარეხ გოძიაშვილი — საქართველოს დამსახურებული არტისტი
- თეიმურაზ წიკლაური — საქართველოს დამსახურებული არტისტი
- გასტონ ბუაჩიძე — ლიტერატორი, მთარგმნელი
- თემურ ჩხეიძე — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი
- გივი ბერიკაშვილი — საქართველოს დამსახურებული არტისტი
- ნათელა ურუშაძე — თეატრმცოდნე
2011 წელი[რედაქტირება]
- იოვანა - ბერძენი მომღერალი
- ოლეგ ბასილაშვილი — მსახიობი
- თამაზ გოგოტიშვილი — ხელოვნების დარგის მოღვაწე
- ვახტანგ ტატიშვილი — ანსამბლ ივერიის სოლისტი
- ნუნუ გაბუნია — კომპოზიტორი
- მოსე მდინარაძე — მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი
- მერი დავითაშვილი — კომპოზიტორი
- შოთა ხეცურიანი — მედიცინის მეცნიერაბათა დოქტორი
- ლევან ალექსიძე — იურიდიულ მეცნიერაბათა დოქტორი
- იოსებ ნანობაშვილი — ვენაში მოღვაწე ქირურგი
- სულიკო კოროშინაძე — მომღერალი
- მაია ჩიბურდანიძე — მოჭადრაკე
- მანანა თანდაშვილი — ფრანკფურტში მოღვაწე ფილოლოგი
- კენეტ ვოკერი — ატლანტიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
- ჰაოლ დელ პიანკო — „რომუალდო დელ ბიანკოს“ ფონდის წევრი
- სალიხ გურტუევი — ბალყარელი პოეტი.[1]
2012 წელი[რედაქტირება]
- ჯამლეტ ხუხაშვილი — სპორტული კომენტატორი
- ბიძინა მურღულია — ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი
- ცისანა ტატიშვილი — საოპერო მომღერალი
- მიხეილ დავიდოვი — რუსი ექიმი-ონკოლოგი
- კახა ცაბაძე — კომპოზიტორი
- შახინ პრიფ ოღლი მოვსუმოვი — აზერბაიჯანელი მეწარმე, თბილისის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, „დირსის“ ინვესტორი.[2]
2013 წელი[რედაქტირება]
- თამაზ ჭილაძე — მწერალი
- ამირან შალიკაშვილი — მსახიობი
- მზია ნადირაძე — ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელი
- ციალა კალმახელიძე — ბიბლიოთეკარი
- ქეთი მატაბელი — მხატვარი)
- რამინ მიქაბერიძე — მომღერალი
- თემურ ყვითელაშვილი — მუსიკოსი
- თამაზ ჭელიძე — გეოფიზიკოსი
- გიორგი ჩლიაძე — კომპოზიტორი
- თეიმურაზ ბაბუნაშვილი — მეცნიერი-ეკონომისტი
- ჯემალ ბაღაშვილი — მუსიკოსი
- ნუგზარ შარია — ჟურნალისტი, მსახიობი
- ნოდარ გიორგაძე — ბიზნესმენი
- თენგიზ დოლიძე — თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელი
- ანზორ ტარყაშვილი — ავტობუსის მძღოლი
- გელა ჩარკვიანი — დიპლომატი
- მალხაზ სონღულაშვილი — საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი
- მალგოჟატა გოშევსკა (Małgorzata Gosiewska) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველო–პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე.[3]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ საპატიო თბილისელის წოდება 16 მოქალაქეს მიენიჭა
- ↑ ექვსი ახალი საპატიო თბილისელი. news.ge. 07 ოქტომბერი, 2012 წ.
- ↑ წელს ”საპატიო თბილისელის” წოდება 18 ადამიანს მიენიჭა. მედიანიუსი. 06 ოქტომბერი, 2013 წ.
No comments:
Post a Comment