თბილისს 185 საპატიო მოქალაქე ჰყავს
თბილისობის სახალხო დღესასწაულზე თბილისის მერი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს საპატიო თბილისელის წოდებას ანიჭებს. 1979 წლიდან დღემდე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 185 გამორჩეულ და ღირსეულ ადამიანს ერგო. ტრადიცია არც წელს დაირღვა, თავისუფლების მოედანზე გამართულ გალა კონცერტზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ თექვსმეტი საპატიო მოქალაქე დაასახელა. განსაკუთებული ღვაწლისათვის საპატიო თბილისელებს თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცათ.
|
No comments:
Post a Comment