Thursday, June 5, 2014

ეს მცირე წერილი ისევ ალექსი ჭინჭარაულის მიერ მოთხრობილი ლეგენდით დავასრულოთ, რომელიც ისევ მის მეგობარსა და ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მწერალს - რეზო ინანიშვილს უამბო:



ა ნახეს ერთი ძირი შემთხვევით ჩარჩენილი ვაზი; პატრონი საჯაროდ დასაჯეს, თავი მოჰკვეთეს და სახელდახელოდ გათხრილ მიწაში ჩააგდეს. იმ საფლავზე მეორე წელს ვაზის რქამ ამოიყარა: თურმე დასჯილ კახელ გლეხს ხალათის საღილეებში ვაზის ლერწი ჰქონდა გაყრილ-გამოყრილი და ის ამოზრდილიყო. მაშინ რომ ვკითხე, ეგ ლეგენდა არსად გამოგიყენებია-მეთქი? მიპასუხა: ამას რაღა დაწერა უნდა, ეს ხომ თავისთავად ლამაზიაო. არც შემდეგ შემხვედრია რეზოს ნაწერებში ეს ქართული და მართლაც, ლამაზი ლეგენდა...“

Wednesday, June 4, 2014

“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის… იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი… დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია… ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი… ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული… ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე…”
გ. ჩოხელი
ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო – ეს მზადებისა და არჩევანის მდგომარეობაა, გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება, ვისთანაა იგი – ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე.. დრო – ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა, ღვთისმსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვის, იმის შეძენის, რაც მარადისობაში განიხსნება. 
დრო ადამიანის გამოცდის ველია, მარადისობა კი თვით ღვთაებრიობის კუთვნილებააღვთაებრიობის სუნთქვაა, რომლის შეგრძნებაც სულს ლოცვის დროს შეუძლია. ურწმუნოსთვის დრო მარტოოდენ სიკვდილის წინკარია, ყოფიერების მსხვრევაა. ამიტომ ურწმუნოთ დროსთან ბრძოლის მხოლოდ ერთი საშუალება რჩებათ – დაივიწყონ იგი.  ქრისტიანისთვის კი დრო – ეს უდიდესი ძღვენია ღვთისაგან და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა, მარადისობა შესაძლოა ჩვენთვის ღვთის უსასრულო კარგვად იქცეს.
ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა.გაუფრთხილდი დროს,  იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება მარადიულობა. იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო..”
წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით









”რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი.. ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს.. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა.. ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ.. რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს.. 
ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, რომ ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.. თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია.. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.. ადამიანი ფრესკა არ არის რომ ერთ სიბრტყეში უყურო..ადამიანს, როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება..
როდესაც დგახარ მწვერვალზე და ხელს ასწევ ცაში, რომ მზეს ასწვდე, რადგან  მზე  შენი  გვირგვინი  გგონია.. როდესაც დაბლა დაიხედავ, ღრუბელი შენს ფერხთქვეშ მიცურავს და შენი ფეხის მტვერი გგონია.. მიწა შენს ფერხთქვეშ წევს და შენი ტერფის ტოლი გგონია.. გახედავ ზღვას და ერთი პეშვი გგონია..დაგიბერავს ქარი და შენი ფრთები გგონია.. ეძახი ღმერთს და ნაპრალებიდან მოსული ექო, შენივე ხმით რომ გპასუხობს, შენი თავი ღმერთი გგონია.. და თუ ღმერთია შემქმნელი ყოვლისა ამ ქვეყანაზე, ეს დედამიწაც შენი ნაოფლარი, შენი ნასისხლარი, შენი ნაჯაფი, შენი შექმნილი გგონია.. და როდესაც ასე გგონია – კაცი ხარ მაშინ..
დედამიწა ცოცხალი სხეულია..დაგორავს, დაიარება, ხედავს, სუნთქავს, ესმის, სტკივა, უყვარს, სძულს, უხარია და სწყინს. ამიტომ ხან კვნესის, ხან ოხრავს, ხან ბორგავს, ხან იცინის, ხან ტირის, ჩვენ კი შესეული ვართ ამ ვეებერთელა სულდგმულს მკბენარებივით, ვჩიჩქნით, ვწიწკნით, ვჯიჯგნით, ვგლეჯთ, ვჯბენთ, დავრბივართ, ვაწუხებთ და ისე ვაწუხებთ ხანდახან, რომ ვეღარ ითმენს, შეაჟრჟოლბს ხოლმე და დაგვინგრევს, მოგვიშლის, წაგვლეკს საბუდარს, ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ჩვენ კი, გონს მოსულნი, ისევ შევესევით, ისევ დავუწყებთ ჩიჩქნას, ძიძგნას, კბენას, ვიდრე კვლავ არ გაიღვიძებს ეს გოლიათი და აშეგვაძრწუნებს კვლავ, რათა მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს..
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე..
მზეო, ნუ მიგვატოვებ, გევედრებით, ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი და სიყვარულით გარდავიცვლებით აწ და მარადის, ოღონდ ახლა ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ჩვენ წავალთ შენი სახელით, შემოვივლით მთელ კაცობრიობას და ვთხოვთ, რომ სიყვარული დაგიბრუნონ.. მე ვიცი, მზეო, კაცობრიობა შეისმენს შენს თხოვნას, დაივიწყებს სიძულვილს და ხელმეორედ დაიწყებს სიყვარულის თესვას.. წამიყვანე თან, მზეო, მე არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, მიმიღე შენს წიაღში, როგორც სიყვარული და წამიყვანე..
 მაინც რა მოგდის მზეო, რა გტკივა, გვითხარი..
- დედამიწა მტკივა, დედამიწა!
- მერე და დედამიწის ტკივილიცა და სიცოცხლეც შენს ხელთ არ არის, დალოცვილო?
- დედამიწა ჩემი გულია, მე დიდი ხანია უკვე ვკვდები, ჩემ გარშემო ყველა პლანეტა, ჩემი სხეულის უჯრედი და შემადგენელი ნაწილი, მკვდარია უკვე უთვალავი საუკუნეა. მხოლოდ დედამიწა სუნთქავს ჩემში, ერთადერთი ნაწილი ჩემი სხეულისა სუნთქავს, ცოცხლობს და მაცოცხლებს.. ნუთუ თქვენ, ადამიანები, ამდენი საუკუნეა რომ მომჩერებიხართ და თაყვანს მცემთ, ვერ ხედავთ ამას, ვერ გრძნობთ ამას და ვერ ხვდებით ამას?! 
- მაშ, შენ თვითონ ვინღა ხარ და რა ხარ, მზეო?
– მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს.. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვდგები კვლავ მკვდრეთით.. მე გევედრებით თქვენ, ადამიანებს, მე – მზე.. დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული.. დამიბრუნეთ სიყვარული და მე დაგიბრუნდებით თქვენ..
 ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ნუ მიგვატოვებ..“

“ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა. განსაწმენდელია, სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე. არ უნდა ემონო ხორცს, თორემ როცა გაეყრები მონადყოფილს, უიმისობა გაგიჭირდება. ხორცი იგივეა, რაც წიგნისათვის ქაღლადი, ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს, რომ მარად იცოცხლოს, თორემ მოვა მსაჯული და წიგნს სანაგვეში გადაისვრის…
სოფელიც წიგნს ჰგავს – ზოგი წიგნი ისე მოკლეა, ზოგი კი გრძელია. ზოგი წიგნი ლექსად იკითხვის, ზოგი პროზაა. ზოგი წიგნი მლიქვნელობაა. ზოგი სავსეა სულიერი ჭეშმარიტებით, აბზაც–აბზაც მზე რომ ამოდის. ზოგი სათქმელს პირდაპირ ამბობს, ზოგიც იგავით…
სოფელი წიგნს ჰგავს, წამკითხავნი ჩვენ ვართ სუყველა, წიგნში ვკითხულობთ დიდი სოფლის ამაოებას. ეს სოფელი ზოგს ლექსების წიგნს შემოგვაჩეჩებს, ზოგს მლიქვნელობის, ზოგს სულიერი ჭეშმარიტების. მიდი იკითხე, არჩევანი თითქოს ჩვენზეა, მაგრამ ვაი რომ ხშირად არც არის – ლექსმოწყურებულს, ზოგჯერ ისეთი პროზა დაგხვდება…
ხანდახან ვიტყვი, მოდი ამ წიგნს ჩავკითხავ, რაც არის არის, მეორე წიგნს მერე დავიწყებ, რა მეჩქარება, ჩემ ხელთ არის ეს სამკითხველოო, მაგრამ სოფელი ისე მოკლეა, ბოლომდე მხოლოდ ერთ წიგნს გაკითხებს, დრო აღარ გრჩება ხელმეორედ შემობრუნების. ისე მოკლეა ეს სოფელი, თან ისე გრძელი…
ცეცხლისაგან ნაშობს ცეცხლი წაღებს, წყლისაგან ნაშობი წყლად იქცევა. მტვრისაგან ნაშობი მტვრად იქცევა, დაუბერავს საწუთროს ქარი და კალოზე დაგროვილ ხვავს გაანიავებს. დაგრჩება სული ყოველივე ამის გარეშე – სულის გარდა, ყველაფერი უკუიქცევა …”
გოდერძი ჩოხელი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ჩემს სამყაროში...
ეს არის ადამიანებზე, სიკეთეზე,
სითბოზე, სიყვარულზე და
ყვავილებზე შეყვარებული
ადამიანის სამყარო...
არ ვარ მხატვარი, მაგრამ ხშირად
ირგვლივ ყველაფერს ვაფერადებ...
მინდა ჩემი სამყარო ნათელი ფერებით, სინათლითა და სიყვარულით ავავსო, რომ
მერე თქვენ გიწილადოთ...
იცრუო, უფრო ადვილია,
- სიმართლის თქმაა ძნელი...
ილაპარაკო ადვილია,
- აღსარებაა ძნელი...
შეცდომა დაუშვა, ადვილია,
- გამოსწორებაა ძნელი...
გული ატკინო, ადვილია,
- მოფერებაა ძნელი...
სხვისი მოსმენაც ადვილია,
- გაგება, ცოტა ძნელი...
რაღაც გაახსენო ადვილია
- რაღაც დაავიწყო, ძნელი...
კითხვებით შეაწუხო ადვილია,
- წარსულზე ფიქრია ძნელი...
ღალატს რა უნდა ... ადვილია
- ერთგულებაა ძნელი...
უკან დახევა ადვილია,
- წინ წასვლა ცოტა ძნელი...
სხვაზე უარის თქმა ადვილია,
- პოვნაა მერე ძნელი...
ვინმეს დავიწყებაც ადვილია,
- მონატრებაა ძნელი...
სხვისი სიკვდილიც ადვილია,
- აცოცხლო ესაა ძნელი...
,,სამყაროში საკუთარი მწირობა შევიგრძენი და მიწაც და ზეცაც ლერწამივით ჩამეფშვნა ხელში...''
,,ჩუმია სულის ხმა, ის მხოლოდ გულის მდუმარებაში ისმის...''
,,სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასდროს დაეცე - საქმე ისაა, დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო."
"ზეციდან ყველა ადამიანი თანაბრად შორია."
"სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია."
"კაცი არასოდესაა იმაზე მაღალი, ვიდრე მაშინ, როცა მუხლს მოიხრის სხვის დასახმარებლად."
"ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა."
"კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია."
"ცხოვრება ხშირად გაჩოქებს მუხლზე... ეს კი საუკეთესოა დროა იმისთვის რომ ილოცო."
"მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა ტალანტების გროვა მოგიტევოს."
"ერთ ადამიანზეც კარგი რომ გეგონოს თავი, სიმაღლეში ხარ. ყოველი მაღალი გულითა კი საძაგელია უფლის წინაშე."
ცოდვილი და მონანებული ბერის, ანდრიას ანდერძი..


" მივდივარ წუთისოფლიდან ერთი ცოდვილი ანდრია...
ჩემთვის საყვარელ ხალხს ტკივილი ოდნავ მაინც რომ შევუმსუბუქო ვუტოვებ წერილს.
პირველ რიგში ყველას შენდობას ვთხოვ, ვისაც ოდნავ მაინც ვაწყენინე, თუკი ვინმეს გული ვატკინე - მომიტევეთ, მეც შემინდვია ყველასთვის, ვინც მაწყენინა. უფალმა შეგვინდოს ყველას . ამ თხოვნას თუ შემისრულებთ, დამშვიდდება ჩემი ხორციელი ტკივილით ნატანჯი, ცოდვილი სული.
ჩემო საყვარელო ხალხო, გთხოვთ დავფიქრდეთ ცხოვრების აზრზე და დაიწყოთ ჭეშმარიტი, არაფარისევლური მართმადიდებლური ცხოვრება. ყველას ყველაფერი შეუნდეთ, გევედრებით...
ქუდის დამხურავებო, დაანებეთ თავი სიგარეტს, უზომოდ სმასაც ნუ მიეტანებით, გინებას გადაეჩვიეთ.
ქალებო, წყევლას, განკითხვას, ჭორაობას, სერიალების ყურებას თავი ანებეთ .
გიყვარდეთ, ხალხო, ერთმანეთი, არ იჩხუბოთ, არ იკამათოთ. მიებარეთ მოძღვარს, გულწრფელი აღსარება ჩააბარეთ, შეინანეთ, ეზიარეთ ხშირად, ყველა წესის დაცვით, ნუ გააცდენთ კვირის წირვას, ეცადეთ სადღესასწაულო მსახურებები არ გამოტოვოთ. ილოცეთ ხშირად და ილოცეთ გულით...
აუცილებლად დამკრძალეთ ბერულად, ყველა წესის დაცვით.
მომიხსენეთ ლოცვებში, რომ სიმშვიდე ჰპოვოს ჩემმა ცოდვილმა, დაღლილმა სულმა!
უფალს ებარებოდეთ და გფარავდეთ ღვთისმშობლის კალთა. ამინ! "
"როგორ ძალიან მინდა სიცოცხლე?!"- ბერი ანდრია

ათი თვე სარეცელს იყო მიჯაჭვული, ტკივილებით გათანგული დედას სთხოვდა მისი ნაფიქრალი ჩაეწერა:
"დე, გემუდარები, შესთხოვე უფალს, ან აღმადგინოს როგორც ლაზარე, ან თავისთან წამიყვანოს. მშვიდად გამიყვანოს, ძალიან ნუ მეტკინება." 
"უფალო, ხომ ხედავ 16 წლისა  რაზე ვოცნებობ, არ მითხრათ, რომ მე ვცხოვრობ. ეს სიცოცხლე არ არის. უფალმა სიცოცხლე სხვა რაღაცას დაარქვა. დე, თქვენ მიხანგრძლივებთ აქ ყოფნას და ტანჯვას."
"როდის იქნება ის დიდებული დღე,  ჩემი გარდაცვალებისა, უფალო, რომ დავისვენო. ღვთისმშობელო, შენც ხომ დედა ხარ, დაიტანჯა დედაჩემი ჩემი ყურებით. მადლობა უფალს იმისთვის, რომ დავრბოდი, არ მტკიოდა, იმისთვის, რომ ასე თბილ და მოსიყვარულე ოჯახში ვიზრდებოდი, მადლობა ყველა განსაცდელისთვთის, მადლობა ამ ტკივილებისთვის, უფალო!"

"შენ და მამიკომ უნდა გააძლიეროთ ერთმანეთი, ერთმანეთის ჯვარი უნდა ზიდოთ. თუ ბავშვი არ გეყოლათ, აიყვანეთ და გაზარდეთ. ეს დიდი მადლია. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი.  დედა, რომ იცოდე, როგორ ძალიან მინდა სიცოცხლე. მინდა მონასტერში მოღვაწეობა შევძლო, მაგრამ არ ვიცი, ღვთის ნება იქნება?!"
მთავარი » ქრისტიანობა

17 წლის ბერ-მონაზონი ანდრია ბერობისთვის ბავშვობიდან ემზადებოდა…

ჟურნალისტი:  | გამოქვეყნებულია: 18.03.201310 კომენტარი | 6,104 ნახვა
განუკურნებელი სენით დაავადებული, სარეცელს მიჯაჭვული მორჩილი ნუგზარ მილორავა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯერ მორჩილად, 2011 წლის 13 აპრილს კი უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, ბერ-მონაზონი ანდრიამეუფე იაკობისა და მეუფე შიოს კურთხევით, ბერად აღკვეცეს. სახელად წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელი დაანათლეს.
ღვთისმოშიში და მოყვასის მოყვარული მამა ანდრიას ცხოვრების წესი და აღსასრული, რომელმაც გარდაცვალების დროც კი იწინასწარმეტყველა, ბევრისთვის დღემდე დაუჯერებელია… “ამბიონი” ბერი ანდრიას დედას – მილედი (თინათინ) ჩხვიმიანს ესაუბრა, რომელიც შვილის უკანასკნელ ანდერძს ასრულებს და თავის მეუღლესთან, ემზარ მილორავასთან ერთად სიმსივნით დაავადებულ უმწეო პატარებს სულიერ და ფიზიკურ თანადგომას უწევს.
ბავშვობა
მილედი ჩხვიმიანი: “ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. 27 სექტემბერს, როცა სოხუმი დაეცა, ჩვენი კუთხე დავტოვეთ, 9 დღე-ღამე “პერევალზე” დავყავით. ამ დროს ორსულად ვიყავი. მამა ანდრია მესტიაში დაიბადა, 1994 წლის 23 თებერვალს. მახსოვს, ძალიან დიდი თოვლი იყო, ქვეყნის ვითარება კი – უმძიმესი … ერთადერთი ის გვახარებდა, რომ შვილი შეგვეძინა. ბერი ანდრია ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო, მერე ცოტა ჭირვეულობდა. როცა 4 თვის გახდა, ქუთაისში ჩამოვედით. სასტუმროს ერთ ოთახში 15 ადამიანი ვცხოვრობდით.
ძალიან ჭკვიანი გახლდათ და საქციელით, საუბრებით თავის ასაკს ყოველთვის წინ უსწრებდა. ვინც მასთან ურთიერთობდა, ყველა ამჩნევდა, რომ განსხვავებულად კარგი ბავშვი იყო, რაც არასდროს მომწონდა.
სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო, მაგრამ გამორჩევა არ უყვარდა. თვითონ უკან დაიხევდა და სხვას წარმოაჩენდა. ბერი ანდრიამაღალ კლასებში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, ყველას უყვარდა და თითოეულ მათგანს სიყვარულსა და ყურადღებას თანაბრად უზიარებდა.
წერდა ძალიან კარგად. 2006 წელს მოკრძალებული წიგნი გამოვეცით, სადაც მისი ფიქრები ავკინძეთ. ამის წინააღმდეგიც კი იყო და რცხვენოდა, როცა ვინმეს ამ წიგნს ვაჩუქებდი, არ უნდოდა აღმენიშნა, რომ მისი დაწერილი გახლდათ. ახლა, როცა ამ წიგნს გადავხედავ ხოლმე, აღმოვაჩენ, მამა ანდრია ყველაფერში სიკეთესა და უფალს ხედავდა. ისეთი რამ აწუხებდა, რაც მის ასაკში მყოფი ბავშვისთვის უმნიშვნელოა. მაშინ არც ვიცოდით, რა გველოდა…
მამა ანდრია ძალიან მუსიკალური იყო და კარგი სმენა ჰქონდა. სახელმწიფო ფოლკლორის სკოლაში დადიოდა. ფანდურზე უკრავდა, ფორტეპიანოზე, ბოლოს გიტარაზეც. გალობდა გუნდში და გამორჩეულად თბილი ხმა ჰქონდა. ხშირად, როცა გალობისას მის ხმას ვერ ვარჩევდი, მიხსნიდა, რომ ის სწორად გალობდა, რადგან გუნდში ხმა არ უნდა გამოირჩეოდეს და როგორც ერთი ადამიანის შესრულებული, ისე უნდა ისმოდეს.
ეკლესიური ცხოვრება
10 წლის მამა ანდრიამ ტაძარში თავად მიმიყვანა და ეკლესიური ცხოვრება ერთად დავიწყეთ. დაუღალავად ლოცულობდა და მარხულობდა. ნამდვილი მართლმადიდებელი გახდა. ვერასოდეს ეტყოდი, რომ მარხვა საკვების მხრივ მოძღვრის კურთხევით მაინც ცოტა შეემსუბუქებინა. მსახურებებს მუხლმოყრილი ესწრებოდა… პირჯვარს ძალიან ხშირად ისახავდა და როცა ვეკითხებოდი, ასე რატომ აკეთებდა, მეუბნებოდა, რომ რაღაც ცუდი დაინახა ან გაიფიქრა. კარგად იცნობდა კომანში მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმონაზვნის ანდრიას (ყურაშვილის) ცხოვრებას.
უფლის მადლობელი იყო, რომ საქართველოს წმიდა ადგილები თავისი ფეხით მოილოცა. ვიყავით ტაო-კლარჯეთშიც. იმ დროს უკვე დაავადება ჰქონდა, უჭირდა სიარული, იღლებოდა, მაგრამ გზას აგრძელებდა. ღმერთი აძლიერებდა…
მამა ნიკოლოზი (ნიკოლაიშვილი), მისი მოძღვარი ამბობს ხოლმე, რომ მამა ანდრიამ ძალიან ცოტა და ამავდროულად, ძალიან დიდხანს იცოცხლა დედამიწაზე.
სნეულება
ჯერ კიდევ პატარაობიდან, როცა ბერ ანდრიას რამე ასტკივდებოდა, მეკითხებოდა, საშიში ხომ არ იყო ჯანმრთელობისთვის… ერთი შვილი მყავდა და ვცდილობდი, არაფერი მომეკლო, დაბადებიდან წელიწადში ორჯერ გამოკვლევებს ვუტარებდი. ბერი ანდრიას მშობლებითითქოს სულ ელოდა რაღაც საშიშ დაავადებას. ერთხელ მითხრა, მფარველი ანგელოზი მაფრთხილებდა და ვიცოდი, რაც მელოდაო… მისი ავადმყოფობა, ალბათ, ღვთის ნება იყო.
მეოთხე სტადიაში დადგინდა მისი დაავადება – კანქვეშა რბილი ქსოვილების სიმსივნე, რაც 16 წლის ასაკში დაუდგინეს. აქამდე მხოლოდ ხანდაზმულებში იყო გავრცელებული და საქართველოში არც იყო დაფიქსირებული, ამიტომ დაგვიანდა დიაგნოზის დასმაც. როცა ვტიროდი, მამშვიდებდა, კარგია, გვიან რომ გავიგეთ ექიმების დასკვნა, თორემ უფრო ადრე დაიწყებოდა ქიმიოთერაპიები და ტანჯვაო.
8 თვის მანძილზე გაუნძრევლად იწვა ზურგზე. მუხლები მოეხარა და მუხლმოდრეკით იწვა. მაისურს დიდი წვალებით ვაცმევდით, მაგრამ გახდას ვერ ვახერხებდით და შემოჭრა გვიხდებოდა. იგი სკვნილებს ქსოვდა და მხოლოდ ძაფების საყიდლად თუ გამიშვებდა, დღედაღამ მის გვერდით ვიყავი და გვერდში მედგნენ ჩემი ოჯახის წევრებიც.
ბერ ანდრიას მგრძნობელობის უჯრედების სიმსივნე ჰქონდა, შეხება არ შეიძლებოდა და აუტანელი ტკივილები ტანჯავდა, თუმცა ის ავადმყოფობის მადლობელი იყო და ტკივილშიც კარგს ხედავდა. გამუდმებით ლოცულობდა. ღამე ტკივილი რომ შეაღვიძებდა, ამბობდა: მადლობა უფალს, რომ მტკივა, როგორ მახსენებს თავსო. მერე თავის სიტყვებითაც ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა: გამიყვანე, წამიყვანე, ჩამიხუტე, უფალო.
ბერად აღკვეცა
მამა ანდრისას მორჩილებისას ნიკოლოზი უწოდეს, ბერად აღკვეცა კი მე-6 კლასიდან უნდოდა. თავის სურვილი ინგლისურის მასწავლებელს გაუმხილა და როდესაც მასწავლებელმა დამიბარა და ამის შესახებ მითხრა, მეც გაუცნობიერებლად ვუპასუხე: თუ ღვთის რჩეული იქნება და უფლის ნებაც, ბედნიერი ვიქნები-თქო.
როდესაც მამა შალვა (შენგელია) და არქიმანდრიტი ბენიამინი მამა ანდრიასთან საზიარებლად მოდიოდნენ, ბერობის სურვილი მათთანაც გაამხილა, მაგრამ უფლისგან ნიშანს ელოდა. ერთი შვილი გვყავდა და ჩემს მეუღლეს არ უნდოდა, ბერი გამხდარიყო, თეთრ სამღვდელოებაში მისი წასვლის წინააღმდეგი კი არ იყო. ერთ დღეს მამამისმა მითხრა: ხომ უნდოდა ბერობა? თუ ისევ უნდა, აღკვეცონო. ეს მიიღო ღვთის ნებად და მეორე დღესვე, პატრიარქის კურთხევით, ბერად აღკვეცეს. ამის შემდეგ მან 4 თვე იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში იგი ბერული კანონებით ცხოვრობდა.
გარდაცვალება
მამა ანდრიამ რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, ბევრი რამ წინასწარ იცოდა, მაგრამ ძალიან ფრთხილი იყო და ბევრს არაფერს ამბობდა.ბერი ანდრიას საფლავიროდესაც პატრიარქმა იგი სამების საკურთხეველში შეიყვანა, სანთლები, თავისი დაწერილი ხატები და ღვთისმშობლის ოდიგიტრიის დიდი ხატი აჩუქა. ესეც იცოდა, რომ ასე მოხდებოდა.
გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე მითხრა: დედა, მე აქეთ უკვე აღარ ვარ, ღვთისმშობლის ოდიგიტრიის ლოცვა მიკითხე და სხვას ნურაფერს შემეკითხები. ამ ხატს აქვს ლოცვა მგზავრობის მნებებლებისათვის…
მამა ანდრიამ იცოდა, რომ 17 წელს ვერ გადააბიჯებდა. 2011 წლის 28 ივლისს, წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს 12: 00 საათზე თქვა: მე დღეს გარდავიცვლებიო და 5-ს აკლდა 5 წუთი, როცა ლოცვებით გარდაიცვალა: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე ცოდვილი ბერი ანდრია.
სამუდამო განსასვენებლის შერჩევა გარდაცვალებამდე შესთავაზეს ცხუმ-აფხაზეთელმა მღვდელმსახურებმა და მანაც წმიდა ანტონ მარტყოფელის სავანე აირჩია. იგი ანტონ მარტყოფელის ღვთაების მონასტერში დავკრძალეთ.
გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ მშობლები მონასტერში ვიყავით, მე – დედათა მონასტერში, ხოლო მამამისი – მარტყოფის მონასტერში, მის საფლავთან.
ბერი ანდრიას ფონდი
მამა ანდრია იმდენად დიდი ადამიანი გახლდათ, რომ მან სოცოცხლეში იზრუნა ჩვენზე, თავის მშობლებზე. მთხოვდა, უყურადღებოდ არ დამეტოვებინა და მეზრუნა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე. ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ფონდის დაარსებაზე ზრუნვა მის სოცოცხლეშივე დავიწყეთ.ბერი ანდრიას ფონდიგარდაცვალების შემდეგ დავარეგისტრირეთ და დავარქვით “ბერი ანდრიას ფონდი”.
კარგად ვიცი ამ ბავშვების, მათი ოჯახების სოციალური და სულიერი მდგომარეობა. დავიწყე მათზე ზრუნვა, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანებიც, რომლებიც გვეხმარებოდნენ ამ ბავშვების მდგომარეობის შემსუბუქებასა და მათი სურვილების ასრულებაში. ვაკეთებთ იმ ყველაფერს, რასაც მამა ანდრიას ვუკეთებდით. უფალს უფრო რომ დაუახლოვდნენ, ბავშვები წმიდა ადგილების მოსალოცად დაგვყავს. მეუფეების კურთხევით, მოვილოცავთ საქართველოს ეპარქიებს. ჩვენთან მოდის მოძღვარი და პატარები ეზიარებიან. ფონდი 24 საათიანია და დღეს ამ ბავშვების ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, მათი მშობლების ტკივილი გვწყინს და სიხარული გვიხარია. პატარები უდრტვინველად იტანენ აუტანელ ტკივილებს, არიან უფლის მოყვარულები, მოშიშები, ლაღები და ბედნიერები…
ძნელია, როცა დედას შვილი გარდაეცვლება და უფუნქციოდ რჩება. მადლობა უფალს, მამა ანდრიამ ამ გზაზე დაგვაყენა, რადგან სხვა შემთხვევაში ორივე მშობელი ძალიან საცოდავები ვიქნებოდით. ახლა შანსი მოგვეცა, რომ საცხონებელი საქმე ვაკეთოთ. ყველა რეგიონში მყავს მშობლები, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენი ფონდის საქმიანობაში.
დედასა და შვილს შორის კავშირი და ურთიერთობა არ წყდება. მე მენატრება ჩემი შვილი, ვიფიქრე, შევასრულო მისი ანდერძი და ვეცადო მაინც, რომ მოვხვდე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.
სამწუხაროა, დღეს ბევრი სარგებლობს ბერი ანდრიას ფონდის სახელით, მიდიან ოჯახებში, დადიან ქუჩაში და ითხოვენ შესაწირს. ჩვენი ფონდიდან შესაწირს ამ ფორმით არავინ აგროვებს. ერთი და იმავე ბავშვის სახელით 5 ფონდი ერთდროულად მათხოვრობს და ბევრმა ისიც არ იცის, რომ ის ბავშვი შეიძლება გარდაცვლილი იყოს.
მადლობა უფალს, რომ დედამიწაზე ჩვენ გამოგვარჩია და გვანდო მამა ანდრია. მადლობა ჩემს შვილს, რომ ასეთი კარგი იყო და ეს ანდერძი დაგვიტოვა. ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და მის გარეშე სხვანაირად, ალბათ, ვერ ვიცხოვრებდი”.
როგორც ქალბატონმა მილედი ჩხვიმიანმა აღნიშნა, მისი ოცნებაა, შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, სადაც მკურნალობა უფასო იქნება. ის თავის მეუღლესთან ერთად ახლობლის ოჯახში ცხოვრობს და ნამდვილი ფიჭისა და თაფლისაგან, მოძღვრის კურთხევით, სანთელს ამზადებს და ყიდის. დღეს მათი შემოსავლის წყარო მხოლოდ ესაა, თუმცა უფლის მადლიერნი არიან, რომ შეძლეს და მამა ანდრიასთვის ყველაფერი გააკეთეს.
ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად:
საბანკო კოდი: GE 73 TB 71 7153 6080 1000 02
სატელეფონო ზარები: 0 901 50 05 35
ყველა მობილურსი ქსელის აბონენტისთვის.
თეონა ნოზაძე

Tuesday, June 3, 2014


გაკვეთილის თემა
გ.ლეონიძის,,მარიტა’’(ბრბოს ფსიქოლოგია)
სწავლების საფეხური
საბაზო
კლასი
მე-9
მოსწავლეთა რაოდენობა
29
განსაკუთრებული საჭიროების მქონე
0
გაკვეთილის მიზანი
ა)შეძლონ ძირითადი პრობლემისა და იდეის გამოკვეთა.ბ)შეძლონ ავტორის მიზანდასახულობის განსაზღვრა.გ)განუვითარდეთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.დ)შეძლონ,როგორც ზეპირი,ისე წერილობითი მსჯელობა.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
IX.I(ისმენს,მსჯელობს აუდიტორიის წინაშე.)
IX.3(ამოიცნობს ენობრივ მახასიათებლებს.)
IX.10(წერილობით გადმოსცემს )მახასიათებლებს.)
IX.13(მიმათავს წერის სტრატეგიებს).
აქტივობა და დრო
აქტივობა 1-კლასის ორგანიზება(1წთ)
აქტივობა2-Aფაზა-(გამოწვევა)-ვუჩვენებ ეპიზოდს ფილმიდან,,ნატვრის ხე’’(ჩაქოლვის ეპიზოდი)4წთ).აქტივობა3-სიღრმისეული წვდომა)
წინარე ცოდნაზე დაყრდნობით (შესწავლილი აქვთ,,ეშმაკის ქვა“,სარჩობელაზედ“)იციან ლე-ბონის წერილი,,ბრბოს ფსიქოლოგია’’-დავსვამ შეკითხვებს.მაგ:1)რა განასხვავებს ბრბოს ადამიანისგან?2)ვის მხარეზეა სიმართლე?3)ახერხებს თუ არა ცალკეული პიროვნება დაუპირისპირდეს ბრბოს?(10წთ)
4აქტივობა-ვკითხულობთ(ხმამაღლა) მოთხრობის ბოლო ეპიზოდს-მარიტას დასჯა...და მოსწავლეებს ვთხოვ ყურადღება გაამახვილონ პერსონაჟთა მხატვრულ სახეებზე..(10წთ) 5აქტივობაCფაზა-რეფლექსია-მოსწავლეებს ვთხოვ წერილობით იმსჯელონ ციციკორეს მხატვრულ სახეზე(7წთ)6აქტივობა-რამდენიმე მოსწავლეს წავაკითხებ შესრულებულ დავალებას.(6წთ)
7 აქტივობა-საშინაო დავალება:ყურადღებას გავამახვილებთ მხატვრულ ხერხებსა და ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვებას.მიეცემათ შესაბამისი დავალება(ტექსტზე დაყრდნობით)
შეფასება
ჰოლისტური მეთოდით.(იხ.დანართში)
რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი,წიგნი,რვეული

             ბრბო, შურისძიება და სინანული...

    ადამიანში ორი მხარეა–ბნელი და ნათელი. ბნელი, რომელიც გვაიძულებს ცოდვის ჩადენას და ნათელი რომელიც ჩვენში არსებული სიკეთის ნაღვერდალია და მთელი ძალით ანათებს.
    სამწუხაროდ, ბევრი ადამიანისთვის სიკეთე უცხოა, მისი სული ცოდვილია, სძულს ყველა და ყველაფერი. ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ბოროტება ჩაიდინოს, დათესოს სიძულვილი, წალეკოს და დაანგრიოს  მთელი ქვეყნიერება.
      ყოველ ადამიანშია ბნელი და ნათელი მხარე. მაგრამ საბოლოოდ რომელ გზას აირჩევს, დამოკიდებულია ხალხზე, რომელიც მის გარშემო ცხოვრობს.
      ადამიანის სულიერი სამყაროს შექმნასა და ჩამოყალიბებაში მთავარია საზოგადოება, რომლის ნაწილიც თვითონაა. სწორედ ის უბიძგებს ადამიანში სიკეთისა და ბოროტების გაღვივებას.
     საერთოდ, ხალხი სიკეთეს ემსახურება. მაგრამ თუ გაბრაზდა, გამძვინვარებულ ბრბოდ გადაიქცევა, რომელსაც გზად ყველაფრის წალეკვა შეუძლია. ამ დროს ბრბოს სურვილი უჩნდება, დაიკმაყოფილოს ყველანაირი დაუოკებელი მოთხოვნილება. მას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება, რადგან ფრთაშესხმულ ბოროტებასა  ჰგავს. მასში ერთიანდება ყველა ბნელი მხარე, რომელიც სიკეთეს ჰკლავს. ბრბო უმოწყალო, უგრძნობი, ბოროტებით აღსავსე ხდება, თუ ვინმე გაბედავს ამ სურვილების აღკვეთას, ისიც განწირულია. ყველაზე ნაზი, კეთილი და თავმდაბალი ადამიანიც კი ექცევა ბრბოს ზეგავლენის ქვეშ და მისი ნაწილი ხდება–გამძვინვარებული, ცოფმორეული, თვალდაბნელებული და ძალიან საშიში. ასე, რომ ბრბოს შეჩერება თითქმის შეუძლებელია.
    ბრბოს ფსიქოლოგიის შესწავლა მრავალმა მეცნიერმა და გამოჩენილმა ადამიანმა სცადა. მათ შორისაა ფრანგი სოციოლოგი–გუსტავ ლე ბონი.
     გუსტავ ლე ბონი ადამიანთა ფსიქოლოგიას სწავლობდა. სწორედ ამ თემას მიუძღვნა წიგნი–„ბრბო“, რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. მეცნიერის აზრით, ბრბოს კოლექტიური ემოციის ზეგავლენით ადამიანს ისეთი რამის ჩადენა შეუძლია, რაც მისი პიროვნებისთვის სრულიად უცხოა. „ბრბოში მოხვედრილი ადამიანი, რომელსაც საერთო აღგზნება გადაეცემა, კარგავს კრიტიკული განსჯის უნარს და ემორჩილება მასის მოქმედებას.“
     ამის მიზეზი კი ის არის, რომ ერთად შეკრებილი ადამიანთა უზარმაზარი მასის კონტროლი შეუძლებელია. ამ დროს პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ ბრბომ ისეთი ემოცია ამოაფრქვიოს, რომელიც ადამიანებს უჩვეულო მოქმედებისაკენ უბიძგებს.
      თავის წიგნში გუსტავ ლე ბონი ასკვნის, რომ „აგზნებულ მასას თავის გზაზე ყველაფრის წალეკვა შეუძლია.”
      ამ სიტყვების ჭეშმარიტება ისტორიამ ბევრჯერ დაადასტურა. კაცობრიობის მეხსიერებამ მრავალი ფაქტი შემოინახა ბრბოს ისტერიული აღგზნებისა და მისი დამანგრეველი შედეგების შესახებ.
        ამ დროს ხალხი, მართლაც, შეშლილივით იქცევა, ავიწყდება ნათელი სიკეთის ძალა და მიისწრაფის ადამიანის გონის დაჩოქებისკენ.
         ადამიანზე ბრბოს ზეგავლენა ყველა დროის პრობლემაა. ამ თემაზე შექმნილია მრავალი ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს, თუ რა დიდი ძალა აქვს ბრბოს, რომ ეს ძალა წარმოსახვითია, მალე ქრება და რჩებიან სინანულით აღსავსე ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება სტანჯავთ სირცხვილი, მაგრამ ვეღარაფერს ცვლიან და პატიებას თხოულობენ უფლისაგან. თუმცა პატიების შემდეგაც ვერ ისვენებენ.
         გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, გიორგი ლეონიძემ ამ თემას მიუძღვნა უმშვენიერესი ნაწარმოები „მარიტა.“
         მოთხრობაში მწერალი თავისი ჩვეული ოსტატობით, „ლურჯი იების სინაზითა“ და „მუხლადი ბედაური“ სიტყვით გვიყვება ერთი გოგონას ტრაგედიას, რომელიც, ჩემი აზრით, მთელი სოფლის ტრაგედია უფრო იყო.
         გიორგი ლეონიძე დაკვირვებული ფსიქოლოგის თვალით უყურებს და გადმოსცემს განრისხებული ბრბოს ემოციებსა და განცდებს.
          ნაწარმოებში მოთხრობილია ერთი ლამაზი და კეთილი გოგონას –მარიტას ამბავი. ის არის ამ ნაწარმოების მთავარი გმირიც და შურისძიების მსხვერპლიც. მარიტა იმ კაცს არ გააყოლეს ცოლად, რომელიც მთელ ქვეყანას ერჩია. ამ დღიდან იქცა  საშინელებად მისი ცხოვრება: წართვეს ოცნება, დასწამეს ცილი, დააბრალეს ღალატი.
სოფლის თავკაცმა კი საშინელი და ამავდროულად დამამცირებელი განაჩენი გამოუტანა. სასჯელს წინ არავინ აღუდგა. იმიტომ, რომ ციციკორეს, სოფლის თავკაცის, სიტყვას ყოველთვის დიდი ძალა ჰქონდა. ახლაც ასე მოხდა.
         –„განა სოფელი ბრმა არი, განა გულზე გახვრეტა მეტიღა იქნება?–რისხვით ამბობდა ციციკორე.
          –არა, ღობესაც თვალი აქვს, კლდესაც, ჯამ–ჭურჭელსაც!
          –ქალი ეშმაკის თვალია! – წარმოთქვა ციციკორემ და ხმის ამოღება ვერავინ გაბედა.“
           ცეცხლმოკიდებული სოფლის მეუფროსე გმინავდა, თრთოდა, ტვინი გაუფიცხდა.
            –„მირონი დააქციეს, ტალახში შარიეს, ქვეყანა შეგვიგინეს, გაუგონელი ამბავია, ძნელად დასაჯერებელი, ქვეყანის გადაჯიშების ნიშანია სწორედ!“
            შუაღამისას, ციციკორეს საბძელში სოფლის თავკაცმა ფარული სჯა–კამათი გამართეს. „ციციკორე თავისი ბოღმა–ვაება წამოცალა. თავისი დაიჟინა“ და გიტანა კიდეც.
            ზაფხულის ნაცრისფერი დილა გათენდა, ნაწვიმარი და ნაცრისფერი. ბუნება თითქოს დიდი საშინელებისთვის ემზადებოდა და მართლაც, „სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით, ჩოჩქოლით, გაონავრებული, გაძალიანებული...
             აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნაშნისმოგებით, უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას. მოდიოდა ღვარცოფულად მაგრამ მუნჯად.“
             ბრბოს ვირზე უკუღმა შემჯდარი მარიტა მოჰყავდა და თან ტალახს ესროდა. ვინმემ იფიქრა მის განცდებზე? ქვეყნად არავინ. „ქალს სციოდა და სტკიოდა, სცხელოდა და იგმირებოდა, ალბათ ენატრებოდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი არსად ჩანდა და მისი ტანჯვა ძნელი იყო, ვითარცა სიკვდილი.
               იმწამს იგი ათჯერ მოკვდა და ათჯერვე ძალით აცოცხლებენ!...“
               ასე მოჰყავდათ სოფლის წამებული, თითქოს დედოფალი მოჰყავთო და მთელი სოფელი მისი ამალა გამხდარიყო. მაგრამ აქედან არც ერთს არ ებრალებოდა მარიტა, ყველა სისასტიკით აღვსილიყო. იმ წამს არავის გასჩენია სიბრალულის გრძნობა.
                „არც ერთი ხმა...
               არც ერთი შეძახილი... ეს იყო გასაკვირველი...
               მაგრამ სიჩუმე საზარლად ხმაურობდა, ჩანჩქერივით გრიალებდა და თან იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს.“
                იმ საშინელი დღის შემდეგ აღარავის სჩვენებია მაისის გამონაყოფი მარიტა.
                 დროთა გამავლობაში ყველა მიხვდა თავის შეცდომას და ბოროტებას, ყველამ გაითვალისწინა საკუთარი ნამხეცარი–აწყენინეს სოფლის საუკეთესო შვილს, უმანკოს და უნაკლოდ პატიოსან ადამიანს.
                 მარიტა ზეზეურად დაადნო დარდმა და სულ მალე „უთქმელი სევდით გადავიდა ეთერის ქვეყანაში!“ როცა ეს ამბავი ცოდვის მზიდველმა სოფელმა გაიგო, საშინლად იტკივლა და ზღვიერი ცრემლით დაიტირა მზეჯავარა მარიტა. გლოვლს კვამლით სოფელი გაშავდა...
                 სოფელი გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა თავის დანაშაულს, მაგრამ ღმერთმა არ  აპატია: მთელი წელიწადი უწვიმარი იყო, ყანები ჩაიწვა, ვენახები გადახმა, ყანწის გასველება ვერავინ შეძლო...
                 აი, ასეთი შედეგი გამოიღო გულჯავრიანი, ჩაღრუბლული ციციკორეს მკაცრმა გადაწყვეტილებამ და ბრბოდ ქცეული სოფლის ღვარცოფულად აღელვებამ, რომლის „წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!“
               ადამიანები შეცდომებს გვიან ვხვდებით. თუმცა, სჯობს უფრო დაფიქრებულები ვიყოთ, რომ შევძლოთ წინ აღვუდგეთ ყოველგვარ ბოროტებას, რომ ჩვენი სინდისი სუფთა იყოს...
               ამ თემაზეა აგრეთვე შექმნილი მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოები–„ეშმაკის ქვა.“
               „იმ დროს–ჩემი მწერლობის პირველ ხანაში–ერთი მოტივიცგამოჩნდა: „ეშმაკის ქვა“ გუსტავ ლე ბონის „ბრბოს ფსიქოლოგიამ დამაწერინა...“
                ნებისმიერი ადამიანი ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მიხვდება, თუ როგორი დიდი ემოცია შეუძლია ამოაფრქვიოს გამძვინვარებულ ადამიანთა მასამ, ანუ ბრბომ.
              მასში გადმოცემულია ამბავი, რომელიც ერთი კეთილ და სათნო გოგონას შეეთხვა. იგი ირგვლივ ყველას ეხმარებოდა, ამიტომაც მას ხალხმა „ანგელოზი“ შეარქვა. მისი ნახვა სოფლელებს ყოველთვის უხაროდათ, რადგან ირგვლივ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა. მისი ნამდვილი სახელი კი სოფიო იყო.
              სოფელში მშვიდი ცხოვრება იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ქურდები არ გამოჩდებოდნენ. ყველამ იცოდა, ვინ ესხმოდათ ხოლმე თავს, მაგრამ სამწუხაროდ ქურდები ყოველთვის ახერხებდნენ მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევას. ესენი იყვნენ „მგლის ლეკვი“, იგივე დათა და მისი ბიძაშვილი სოლო. ეს ორი პროვნება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდა.
               დათა ერთი თავზე ხელაღებული, აბეზარი, შარიანი, ქვეშქვეშა და ბოროტი ადამიანი იყო. „მგლის ლეკვიც“ ამიტომ შეარქვეს. მუდამ თავჩაღუნული დადიოდა და ბოროტად აცეცებდა თვალებს.
                სოლო კი გულკეთილი ყმაწვილი იყო,მაგრამ სუსტი ნებისყოფის გამო დათამ დაიმორჩილა და ერთგულ ხელქვეითად გაიხადა.
                ერთხელ ისინი ერთ მოხუც ქალს დაესხნენ თავს და გაქურდეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს, რადგან იცნო ისინი.
                 მაშინ ხალხმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ქურდობისათვის. ამ
ამიტომაც მკვლელები შეიპყრეს და გასამართლება დაუპირეს. „ხალხი შეინძრა. ყველანი მკვლელებისაკენ იწევდნენ, რიგ–რიგად აფურთხებდნენ პირსახეში.
                 სოლომ პატიება ითხოვა, დათამ კი არა. ამიტომ მისმა სიკერპემ და ურჩობამ მეზობლები უარესად გააცეცხლა. „უცებ ამ საერთო ყვირილსა და ხმაურში მკაფიოდ გაისმა ერთი სიტყვა, ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც ყველას ენაზე უტრიალებდა, მაგრამ მის წარმოთქმას ჯერ ვერავინ ბედავდა:
                 –ჩავაქვაოთ!
                  ...ბრბოს სამართალი–უბრალო და მრისხანე შადრევანივით ამოვარდა. ბრაზი, რისხვას მოაჯდა, ორივემ შურისძიების აღვირი მიუშვა და დეზი დეზი წააჰკრა.
                 ჰაერში ჯერ ერთმა ქვამ გაიელვა, მერე მეორემ, მესამემ. ბოლოს ქვის სეტყვა წამოვიდა და... მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. დათა ჯერ წატორტმანდა დაჩაიკეცა. შემდეგ ისევ წამოიწია, წელი აითრია და ფოფხვა დაიწყო. მაგრამ ბრბო თავს წაადგა, ყვირილი შეწყდა და მხოლოდ ქვების რახირუხიღა ისმოდა, ლოდი, კეტი და ჯოხი ერთმანეთში აირია. შურისმაძიებელმა ბრბომ ჩაქოლა „მგლის ლეკვი.“
                ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდა „ანგელოზი,“ რომელიც გაჭირვების ჟამს ყოველთვის ხალხის გვერდით იდგა, მის კეთილ სულში თითქოს ეშმაკმა გაიღვიძაო–აკეთებდა იმას, რაც მისთვის სრულიად მიუღებელი იყო. სოფიო დათას დედას გამოჰოლოდა შვილის გადასარჩენად, მაგრამ ბრბოში მოხვედრილი, ბრბოს ნაწილად გადაქცეულიყო, რაღაც უხილავსა და იდუმალ ძალას დამორჩილებოდა. ხალხის ყვირილმა იმასაც გაუქვავა სული და „იმჟამად სასტიკი განაჩენი სოფიოსაც უმაღლეს სამართლიანობად მიაჩნდა და მის აღსრულებას ის ხელს აღარ შეუშლიდა, თავის დაპირებას აღარ შეასრულებდა და მოხუც დედაკაცს შვილს აღარ გადაურჩენდა.“
               სოფიოს ხელში ერთი ქვა ეჭირა. შორიდანვე მაღლა ასწია ხელი, ხალხში შეიჭრა და ესროლა ქვა. ესაა დასტური, გუსტავ ლე ბონის სიტყვებისა, რომ ბრბოში მოხვედრილი ადამიანი ბრმად ემორჩილება მასის მოქმედებას.
                „ყველაფერი გათავდა. ხალხი ჯერ შედგა, მერე გაიფანტა ხმას აღარავინ არ იღებდა ყველა ქურდივით მიიპარებოდა. ზოგი ზევით მირბოდა, ზოგი–ქვევით, ზოგი მარცხნივ და ზოგიც მარჯვნივ. უმეტესობა ისე გარბოდა, თითქოს უკან ვინმე მისდევდაო. ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, რადგან ერთმანეთისა რცხვენოდათ.“
                ყველას რცხვენოდა თავისი ნამოქმედარი, მათ შორის სოფიოსაც და სულ მალე დანაშაულის გრძნობამ შეიწირა კიდეც.
                 როდესაც ადამიანები მიხვდებიან, რომ საშინელება ჩაიდინეს, მხოლოდ მაშინ უჩნდებათ შიშისა და სინანულის გრძნობა. ამ შემთხვევაშიც სოფიოს ბოლო მოუღო იმის განცდებმა, რომ ადამიანის განსჯის თანამონაწილე გახდა. განსაკუთრებით ის აწუხებდა, რომ ვერ შეეწინაღმდეგა ბოროტებას.
                 აი, რა შეუძლია განრისხებულ საზოგადოებას. ამ დროს ისინი, ვითომ, ბოროტებას ამარცხებენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ბოროტებას ბოროტებითვე ვერ დათრგუნავ.
                 ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს ვინმეს სიცოცხლე წავართვად, უფალიც ამას ამბობს, როდესაც მასთან  ფარისევლები მრუშობისას შეპყრობილ ქალს მიიყვანენ და ეტყვიან: მოძღვარო, ეს ქალი „მრუშობისას შევიპყარით, მოსემ კი რჯულში გვაცნო ამნაირების ჩაქოლვა: შენ რაღას იტყვი?“
                  ამას საცდუნებლად ეკითხებოდნენ, რომ შემდეგ მისთვის ბრალი დაედოთ. იესო წამოიმართა და უთხრა: „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა.“
                  მათ, როგორც კი ეს სიტყვები გაიგონეს, მაშინვე სათითაოდ გაიკრიფნენ.
                ამ ნაწყვეტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს და ამიტომაც უფლება არ გვაქვს ვინმეს სიცოცხლე ხელვყოთ.
                განრისხებული, აბობოქრებული ხალხის გვერდით ადამიანი იმ მხეცს ემსგავსება, რომელიც მშიერია და უნდა, ვინმეს სიცოცხლის ხარჯზე დაპურდეს, სწორედ ამიტომ არ უნდა მოვექცეთ ბრბოს ზეგავლენის ქვეშ.