მესიად მოვლენილი ბელადი, ანუ როგორ შექმნა არქიფო სეთურმა საირმის ტყეში კოლონია
თეონა გამეზარდაშვილი
”- ვინც ღმერთს განუდგა, ვინც კაცთათვის არ აღასრულა ის, რისი აღსრულებაც ძალუძდა, ვინც ღვთის შვილს განსაცდელში ხელი არ გაუწოდა – იგი ლაჩარია, მან თავისი თავი მარტოობისათვის გასწირა, თუ შენ არ გინდა კაცი, არც კაცთა უნდიხარ შენ და და ხვედრი შენი – მომწყვდეული ნადირის ხვედრი არის” – ასე დაწყევლა დათა თუთაშხია აღელვებულმა იასე ბერმა.
დათა თუთაშხია… მაინც ვინ არის ის?! აბრაგი თუ რაინდი?! რატომაა, რომ ჩვენს დროში გვხიბლავს და გვატყვევებს მისი სიმართლე?! რატომ არის, რომ მართალ კაცს ბევრი ვერ უგებს. ყველაზე დიდი საუნჯე ხომ მოწყალებაა. მოწყალება, რომელსაც მთელი ცხოვრება გასცემდა დათა. გასცემდა და სამაგიეროს არ მოელოდა. არც ”დაფნის გვირგვინი” უნდოდა და არც ”სამეფო ტახტი”. მისი საქმენი მასზე მეტყველებდნენ. მისი ზნეობა მისი საშვი იყო. ”ტარიგი ღმრთისა” – ასე უწოდა მას კრიტიკოსმა აკაკი ბაქრაძემ. რევაზ თვარაძემ კი ”საღვთო რაინდად” მონათლა, მძიმეა ხვედრი კაცისა, რომელიც სიმართლისათვის იბრძვის.
”რაც გავაკეთე მე, თითქოს, ჩემთვის უცნობი ხალხის სიბრალულით გავაკეთე, რა გამოვიდა მერე აქედან? … ხალხს ჩანს არ უნდა ისე ცხოვრება, ვინმემ თუ არ
დაჩაგრა. მოატყუა და გაატყავა…” ასე ფიქრობს რაღაც მომენტში რწმენადაკარგული დათა, მაგრამ ეს ფიქრი დროებითია.
ერთ ზამთარს დათა თუთაშხია და მოსე ზამთარაძე საირმის ტყეში გაატარებენ. სეთურთან იმალებიან. დიდი უცნაური ვინმეა ეს სეთური. ამ კაცს რამდენიმე სახელი ერქვა – არქიფო, ექვთიმე, მელენტი, დომენტი, კალენიკე, პოლიევქტი, აბესალომ, ტიხონ. ორი ძაღლივით ერთგული მსახური ჰყავდა სეთურს – კაკო თაბაგარი და ასინეთა კუდიანი. ცხოვრების ”ფილოსოფიაც” თავისებური ჰქონდა: ”- ასე, ჩემო ბატონო, შიში თუ არა აქვს ადამიანს, შიში – დაიღუპება უეჭველად. მაგრამ მარტო შიშიც არ კმარა, სხვაცაა საჭირო კიდევ. ერთი რომ, კაცი ჩონგურის სიმივით უნდა იყოს დაჭიმული სულ. თავის ნებაზე თუ მიუშვი მოხავდება და დაძაბუნდება. დაძაბუნებული კაცი ვერც თავს წაადგება და ვერც ქვეყანას… რავარც მოაკლებ საზრუნავს და რავარც მოხავების და მოდუნების საშუალებას მისცემ, უმოკლდება წუთისოფელი”… – ასე ფიქრობს არქიფო სეთური.

ფიქრობს და თავის ფიქრს საქმედ არჩევს. მან თავისი ოცნების ”ტოტალიტარული” სახელმწიფოც ჩამოაყალიბა. იმისათვის, რომ ადამიანებს თვალი არ აეხილოთ და ირგვლივ გამეფებული სიცრუე არ დაინახონ, ტოტალური სახელმწიფოს ლიდერები მათ გარე სამყაროსთან კავშირს უზღუდავენ. ადამიანებს მხოლოდ იმ ინფორმაციას აწვდიან, რაც მათი ”ტვინის გამოლაყებისათვის” არის განკუთვნილი. კერძოდ, მათ დღენიადაგ ჩასძახიან, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება ის არის, რასაც სთავაზობენ, სხვა ყველაფერი კი ტყუილია. ჩასძახიან და არწმუნებენ კიდეც, რომ ყველაფერ ამას მათი კეთილდღეობისათვის სჩადიან. ასე ვიღებთ ბელადის სახეს.
ბრმანი, პიტერ ბრუეგელი
საირმის ტყის ამბავი, ცხადია მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ისტორიამ უამრავი მაგალითი იცის იმისა, თუ როგორ დაბრმავებულები მიჰყვებოდნენ ადამიანები თავიანთ ბელადებს. მიჰყვებოდნენ და დღესაც მიჰყვებიან. ბელადები ახერხებენ უსახურ ბრბოდ გადააქციონ ადამიანები. ამის ნაცადი ხერხია მასობრივი გამოსვლები, ზეიმები, რომლის მონაწილეებმა უსასრულოდ უნდა იმეორონ ბელადის სადიდებელი ტექსტები, ლოზუნგები… ასეთ უსახურ ბრბოდ აქცია საირმის ტყის მცხოვრებლები არქიფო სეთურმა.
”ხალხს დღედაღამ შენი სახელი უნდა აძახებინო და შენი ქება გააგონო და საკუთარი პირით ათქმევინო.”
”ხალხს თუ უთხარი – ადამიანი ხარო, რას გეტყვის, თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია, შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მაქედანო. გამოხვალ, დაჯდება შენს მაგიერ და გაუბედურდება. ცხენი და სახედარი, ხარ-თქვა, უნდა ელაპარაკო! ადვილად იჯერებენ ამას. თვითონაც იციან, ასე რომაა, იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასეა ეს, მარა პირდაპირ არ უნდა ელაპარაკო, შეპარვით უნდა უთხრა, ქარაგმით” – ასე უტიფრად აცხადებს თავის მრწამსს სეთური.

ტოტალიტარიზმს შეიძლება ჰქონდეს რელიგიური ან პოლიტიკური ამოსავალი. მათ ლიდერი არწმუნებს, რომ ის ღვთის მიერ არის მოვლენილი ადამიანების გადასარჩენად და ვინც მას გაჰყვება, ზეციერ სასუფეველს მოიპოვებს. არწმუნებს არქიფო სეთური ბრბოს, რომ ის მათი მხსნელი, მესიაა, არწმუნებს და ბრბოც ელოდება, როდის ჩამოკრავს ზებო ზარს და აუწყებს მათ ბედნიერებას.
ტოტალიტარული სისტემის ლიდერები მათთვის სასურველ მორჩილებას ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ანუ ”ტვინის გამოლაყების” გზით აღწევენ. აზროვნების გაკონტროლების ხერხები კი თურმე ყველგან ერთნაირი ყოფილა. ამიტომაც მყარდება ასეთ სახელმწიფოში უმკაცრესი რეჟიმი. ზუსტად არის განსაზღვრული მუშაობის და დასვენების დრო. ყოველივე ისეა გაანგარიშებული, რომ ადამიანს ფიქრისათვის რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო დარჩეს.
დასვენება კოლექტიური უნდა იყოს. ხელფასიც ისე უნდა იყოს მოზომილი, რომ ადამიანს მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ეყოს და მეტზე არც იფიქროს, ვინაიდან ზედმეტმა ფულმა შეიძლება მას ამოსუნთქვის და დაფიქრების საშუალება მისცეს ამან კი ვაითუ თავისუფლების სურვილიც გააღვივოს.
”ხალხს სარჩო ადვილად თუ აშოვე, გაფჭდებიან, ძნელი რომ არის და იმ სიღრმიდან ზურგით რომ უნდა ატარო – შეგიყვარდება საქმე. სიყვარული რაა, თუ იცით? რაა და, რასაც მეტ შრომას დახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება. ხალხის ბედნიერებისთვის რაა საჭირო? – ჯანმრთელობა. ჯანმრთელი მაშინ იქნება ეს ჩემი ხალხი, თუ არ მოადუნე და დაჭიმული თუ მეყოლება მუდამ. დაჭიმული – აუცილებელად. ერთია კიდევ მთავარი და უამისოდ არ გამოვა არაფერი. იმედი! სადაა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოვიგონე ჩემი ხალხისათვის იმედი და ნამეტანი იმედიანად მყავს ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერად.”

დადის კაკოია თაბაგარი და ხალხს სეთურის სიყვარულს ჩასჩურჩულებს, დაძვრება კუდიანი ასინეთა, ყველას სულში იხედება და მერე ენა მიაქვს სეთურთან (ესეც ნაცადი ”ჩაშვების” სისტემა). სეთურის ”სისტემამ” ნაყოფიც გამოიღო: ძაღლის ერთგულებით შეუყვარდათ ეს კაციჭამია, მამას და მარჩენალს ეძახდნენ.
შეზარა დათა ამ ურჩხულის ნახვამ და ბრმა, დამონებული ხალხის ხილვამ: ”ასეთი გველეშაპის ნახვა არ მომხდენია არსად. ნახვა რაია, – მსგავსი არც გამიგონია არაფერი”.
ქცევის დადგენილ წესების დამრღვევი მკაცრად ისჯება. დისციპლინის შენარჩუნების მიზნით, ადამიანებს უნერგავენ შიშს. აჩვევენ ერთმანეთის თვალთვალს და დაბეზღებას, ამასთანავე მათ განემარტებათ, რომ ეს ყველაფერი მათი კეთილდღეობისათვის კეთდება. გაჭირვება დროებითია და როცა დასახულ საერთო მიზანს მიაღწევენ, ყველა დალხინებული იქნება. საერთო მიზნისაკენ მიმავალი გზა კი მხოლოდ ბელადმა იცის, როგორც ღვთისაგან მოვლენილმა. ამიტომ მისი ბრძანება – მითითებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, მათი განსჯა ან გაკრიტიკება არ შეიძლება.
”რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი ძალაუფლების წყურვილით და ამპარტავნების ტყვეობაში მით უფრო უფრთხის მეორე ადამიანს და ეშინია მისი. ადამიანმა ისწავლა შიშის დამალვა. დაიწყო მის მორჩილებაში ყოფნა და მისთვის მსხვერპლის შეწირვა”. იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი არ აეხილოთ და ირგვლივ გამეფებული სიცრუე არ დაინახონ, ტოტალიტარული სახელმწიფოს ლიდერები მათ გარე სამყაროსთან კავშირს უზღუდავენ ადამიანებს მხოლოდ იმ ინფორმაციას აწვდიან, რაც მათი ”ტვინის გამოლაყებისათვის” არის განკუთვნილი: კერძოდ, მათ დღენიადაგ ჩასძახიან, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება მხოლოდ ის არის, რასაც სთავაზობენ, სხვა ყველაფერი კი ტყუილია. ტოტალიტარულ გარემოში დაწმუნების, ზეგავლენის მოხდენის ნაცადი ხერხია დემაგოგია, რომელსაც ლიდერი ყოველ ნაბიჯზე იყენებს.
ნუთუ შეიძლება კაცთა მოდგმის ასე დაბრმავება და დამონება? – როგორც ჩანს შეიძლება. ”ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი ხვედრი, … არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი, რომ იყოს.” – ასეთ დასკვნას აკეთებს შეურაცხყოფილი დათა, რადგან არ უსმინა მას ხალხმა, ხალხმა კი არა ბრბომ, რომელსაც არქიფომ ადამიანის სახე დააკარგინა.

დათა უცხო კაცი იყო. საღმა თვალმა და ნათელმა გონებამ ვერ მოითმინა ადამიანების ამგვარი გადაგვარება და ამიტომაც შეეცადა მათ გამოფხიზლებას, რადგან მისთვის მთავარი ღირებულება ადამიანური ღირსების დაცვაა.
” – რას შვრებით, ხალხო, რას გავხართ, თუ ხედავთ ამას! ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ! რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და, აგერ, ამ მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ხედავთ ამას?!”
ისინი კი არც ფიქრობენ და ვერც ხედავენ; უფრო სწორად ფიქრობენ და ხედავენ ისე, როგორც ეს მათ მბრძანებელს – არქიფო სეთურს – სურს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სეთური მჩაგვრელი კი არა მათი მამა და მამინაცვალია. მხოლოდ სეთურმა იცის, რა არის მათთვის სასარგებლო: იგია ღვთის მოვლენილი და ხალხის ბედნიერებაზე მზრუნველი. სწორედ ესაა პარადოქსი, მონობის ფსიქოლოგია.

პიტერ ბრუეგელი
ისტორია არა ერთ მაგალითს იცნობს, თუ როგორ მიჰყვებოდა ხალხი თავის ბელადს. როგორ ცვიოდნენ უფსკრულში და იღუპებოდნენ. ბელადს არ ღალატობდნენ, მათთვის იხოცებოდნენ. ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, პინოჩეტი… მათ გვერდით უხერხულიცაა მოვიხსენიოთ კოკოითი, არძიმბა ჟირინოვსკი ბრეჟნევი და ბევრი ამჟამად ცოცხალი ლიდერი. ეს ის სახეებია რომლებსაც შეუძლიათ ხალხის დარწმუნება და საკუთარი ძალის დემონსტრაცია. საზოგადოება თვითონ ქმნის ბელადს, უზურპატორს. უზურპაცია სხვისი უფლებების ძალადობით მითვისებაა. უზურპატორს ქმნის საზოგადოება, რომლის წიაღშიც იშვა იგი.
უზურპატორი ძალმომრეობის მონაა. მონობა ილუზიებით ცხოვრებაცაა, საკუთარი ”მე”-ს უარყოფაა, მასთან განშორებაა, ამაზე მუშაობს სამყაროს ძალმოსილი ნაწილი. უზურპატორს ემსახურებიან: ”კუჭის მონები”, ”ფულის მონები”, ”განდიდების მანიით შეპყრობილი მონები” და ა.შ.

ადამიანი კი ღმერთმა გააჩინა თავისუფალი. მან უნდა შეიმეცნოს ”მე” – აღმოაჩინოს თავის თავში უფალი, რათა გახდეს თავის უფალი. თავისუფალი ადამიანი ნეტარებით გასცემს, მას უყვარს მოყვასი. მონა ადვილი სამართავია. თავისუფალ ადამიანს კი ვერ მართავ.
თავისუფალია დათა თუთაშხია. ის ვერ ეგუება მონობას. საირმის ტყემ კი მის სულში სკეპსისი დაბადა – ადამიანი დახმარების, ზრუნვის და პატივისცემის ღირსი არ არისო.
სეთურის მონებმა იეჭვეს: ამათ სეთური არ უყვართო. ქალები და ბავშვები მიუსიეს (იცოდნენ, მათზე ხელს არ აღმართავდა). ჯერ სეთურის სადიდებელი ჰიმნები ამღერეს და მერე ქვებისა და კეტების ცემით კინაღამ სული ამოხადეს. სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.

გავა დრო… დათა ამ ტკივილსაც დაივიწყებს და ისევ სიკეთის გზას ადგება. მას ხომ სხვანაირად არ შეუძლია.
უზნეო საზოგადოებაში ზნეობა ყოველთვის სულს ღაფავს, სწორედ ამიტომაა, რომ იღუპება ისეთი ზნემაღალი პიროვნება, როგორიც დათა თუთაშხიაა. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ”გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემს”.

ფიქრს ვამთავრებ აკაკი ლექსით:
”ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ,
კაცი რომ ნახო შენ დაცემული,
თუ რად დაეცა მიზეზს ნუ ეძებ!
შენი ვალია, შეგტკივდეს გული!
შეგტკივდეს, მაგრამ ესეც უნდა სცნა,
რომ დაცემული არის ორგვარი:
ერთს ჰსურს ადგომა, უნდა თავის ხსნა,
და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!
ერთი მოელის კაცთაგან შველას:
ებრძის თავის დამცემს, რაც შეიძლება;
მეორე ვერ გრძნობს ამაებს ყველას
და მტერს პირუტყვებრ ემორჩილება!
პირველს თუ შეხვდე, შრომა უკურთხე,
ხელი მიეცი, წამოაყენე,
და მეორეს კი ზედ დააფურთხე!
იტირე მაგრამ, ზურგი უჩვენე!”
”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს,” – სწორედ ესაა დათას ლოზუნგი. ამიტომაც ვერ აქცევს ის ზურგს თავის მოყვასს და სწორედ მისი, მოყვასის, შვილის ხელით იღუპება.

No comments:
Post a Comment