აკვეთილის თემა | გურამ დოჩანაშვილი: ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" |
სწავლების საფეხური/კლასი/საგანი | საშუალო/XI კლ./ქართული ლიტერატურა |
მოსწავლეთა რაოდენობა | 25 |
გაკვეთილის მიზანი | მოსწავლე გააანალიზებს ნაწარმოებს იდეის, თემისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით. შეძლებს პრეზენტაციის წარმართვას |
მისაღწევი შედეგები (საგნობრივი სტანდარტი) | ქართ.XI.4. მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს საჯარო გამოსვლის მომზადების დროს
ქართ.XI.5. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების,იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით |
თანმიმდევრობა
საკლასო მენეჯმენტი
დრო |
/მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს, შეფასების ფორმებს. მოსწავლეებს ანიჭებს ნომრებს №1; №2;№3;№4 და შესაბამისად ქმნის 4 სამუშაო ჯგუფს;თითოეულ ჯგუფს სამუშაოდ აძლევს ტექსტის სხვადსხვა ნაწილს. ავალებს მათ წაიკითხონ ტექსტი, დაასათაურონ, მონიშნონ ძირითადი ადგილები , გადაიტანონ საპრეზენტაციო ფორმატზე და წარმოდგინონ ნამუშევრები)
- ტექსტზე მუშაობა /დრო 10წთ/
/მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, ინსტრუქციის შესაბამისად/
/პრეზენტატორები კლასის წინაშე წარადგენენ თავიანთი ჯგუფების ნამუშევრებს/
/მოსწავლეები თითოეულ პრეზენტატორს პრეზენტაციის შემდეგ მიმართავენ შეკითხვებით: სავარაუდოდ:,,რატომ შეარჩიეს ტექსტის ამ ნაწილისათვის ეს სათაური? ისაუბრეთ პერსონაჟების ბუნების, მსოფლმხედველობისა და ღირებულებების ირგვლივ! დაახასიათეთ მთავარი პერსონაჟი! როგორ განმარტავს ლიტერატურის მნიშვნელობასა და აუცილებლობას მთავარი პერსონაჟი?/
- სატელევიზიო სპექტაკლის ჩვენება
/დრო 10წთ/
/მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ნაწყვეტს სატელევიზიო სპექტაკლიდან,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
- სპექტაკლის განხილვა /დრო 5წთ/
/სპექტაკლის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ე.წ.,,შთაბეჭდილებების დღიურს"/
/მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილის თემას, საუბრობს ნაწარმოების ავტორის, ნაწარმოების ხასიათისა და მთავარი პერსონაჟის შესახებ/
- შეფასება/საშინაო დავალება /დრო 2წთ
/თითოეული ჯგუფი ,,თვითშეფასების ფურცლის" საშუალებით აფასებს საკლასო აქტივობებში მათ მონაწილეობას. მასწავლებელი აფასებს როგორც ჯგუფებს, ასევე ინდივიდებს საგაკვეთილო პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის;
მომდევნო გაკვეთილისათვის მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციას გურამ დოჩანაშვილის შესახებ/ |
შეფასება | განმავითარებელი;
განმსაზღვრელი; |
საგანმანათლებლო რესურსები | (მეთოდი,,მოზაიკა";) სახელმძღვანელო; მარკერები, საპრეზენტაციო ფორმატები, ვიდემასალა (სატელევიზიო სპექტაკლიhttp://youtu.be/9irgUQ4k_CI ) პროექტორი; კომპიუტერი |
No comments:
Post a Comment